Corriere dello Sport-ის ცნობით, ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას ახლად შეძენილი ავტომობილი Mini Countryman-ი მოჰპარეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანქანა ღამით მოიპარეს, როდესაც ფეხბურთელს ეძინა.
გამოცემა იტყობინება, რომ პოლიციაში საჩივარი შეტანილია და საქმის გამოძიებაც დაწყებულია. "ნაპოლის" გულშემატკივრები მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელებში გამოეხმაურნენ და სამარცხვინო უწოდეს.
მიუხედავად მომხდარი ინციდენტისა, ხვიჩამ დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და "ატალანტასთან" მატჩისთვის ემზადება.
Mini Countryman