ჩაკვეტაძის შოუ - საგოლე გადაცემა, გამოუყენებელი პენალტი და "სლოვანი" მერვედფინალში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის ბოლო ტურში „სლოვანმა“ ლიეტუვაში „ჟალგირისი“ 2:1 დაამარცხა, H ჯგუფში პირველ ადგილზეა და მერვედფინალში გავიდა.

სლოვაკური „პრავდა“ წერს, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ შოუ დადგა და ეს მართლაც ასე იყო.

მატჩის წინ მომჯობინდა სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ჯაბა კანკავა და მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გურამ კაშიასა და გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად სასტარტოში დააყენა. ბრატისლაველები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას. მათ თამაშს უნარიანად წარმართავდა ჩაკვეტაძე და მისი დრიბლინგების შემდეგ ალეკსანდარ ჩავრიჩმა დუბლი შეასრულა.

შესვენების შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და ანგარიში შეამცირეს. ხელოვნურსაფარიან და მოყინულ მოედანზე თამაში ჭირდა. „სლოვანი“
სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდა. ორივე გუნდიდან საუკეთესო აშკარად ჩაკვეტაძე გახლდათ, ხშირად ეუხეშებოდნენ, 89-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, თავადვე დაარტყა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გაიტანა და ჩინებულად ჩატარებული შეხვედრა გოლით ვერ დააგვირგვინა. ის 90+3-ე წუთზე შეცვალეს.

ამავე ჯგუფში „ბაზელმა“ ერევანში „პიუნიკს“ 2:1 სძლია და მეორე ადგილი დაიკავა.

ვილნიუსი. „LFF სტადიონასი“

ჟალგირისი - სლოვანი 1:2
გოლები: 0:1 ჩავრიჩი (15), 0:2 ჩავრიჩი (23), 1:2 კიერემე (47)
გამოუყენებელი პენალტი: ჩაკვეტაძე (89)

მკითხველის კომენტარები / 23 /
მათთვის, ვინც არ იცის, რატომ არ ჩაუთვალეს ჩაკვეს გოლი: შეხბურთელის მიერ საჯარიმო დარტყმის შესრულებისას ძელიდან ასხლეტილ ბურთზე იმავე ფეხბურთელის დარტყმა ითვლება ბურთთან ხელმეორედ შეხებად, რაც წესებით აკრძალულია სავსებით ლოგიკურად.

ჩაკვე მთელ თამაშში კარგი იყო, მაგრამ, როგორც ყოველთვის ამ ბოლო თვეებში, საჯარიმოში შესვლას ჯიუტად ერიდებოდა, რაც გაუგებარია. როცა შევიდა რაც მოხდა ყველამ ვიხილეთ.

კაშია და კანკავა კარგები იყვნენ, მაგრამ კანკავა, როგორც ყოველთვის, თამაშიდან უბარათოდ ცოცხალი თავით არ მიდის. ეტყობა შუქნიშნებზე აქვს გართულება ბავშვობიდან.
ელიასი
04 ნოემბერი 2022 00:04
4
უნიჭიერესი ბიჭია. ყველა პასი , მათ შორის რთულად შესასრულებელიც, ჩაკეტილი პოზიციიდან, ზუსტი და თავისუფალი სივრცის შესანიშნავი შეგრძნება - მოკლედ ცოტა თამამად რომ ითამაშოს დრიბლინგებისა და დარტყმების კუთხით , ცოტა ხანში კარგ გუნდში ვიხილავთ დარწმუნებული ვარ.
არტ
04 ნოემბერი 2022 00:53
1
გიორგი,შენ შემოგევლე,შედიხარ ნელ-ნელა ფორმაში.არ დაიზარო,არ მოეშვე,წინ სრული ფორმის აღდგენისკენ.მთელი საქართველო შენთანაა!
chabuka
04 ნოემბერი 2022 09:00
0
კარგად ითამაშა, მაგრამ მგონია მაინც მოსამატებელი აქვს ფიზიკურ ორთაბრძოლებში და დარტყმებში.სამწუხაროა პენალი რომ ვერ გაიტანა, არადა როგორ შეემატებოდა თავდაჯერება.პატარა ვაისი ძალიან ბევრს ათრევს ბურთს და პასსაც იშვიათად უკეთებს ჩაკვეს. რომ შეადარო კვარას, თვალშისაცემია ფიზიკაში სხვაობა და გამბედაობა კარში დარტყმისას.ყოველ შემთხვევაში პროგრესი ჩანს და როგროც ზოგიერთმა ჩამოწერა მასე აღარაა.
კობი 74
04 ნოემბერი 2022 10:00
0
ყოჩაღ გიო მაგრად ითამაშე პენალტზე გული არ დაგწყდეს ისე კი შენი პასებით ვაისს ორჯერ მაინც უნდა გაეტანა რა ცოდოები ხართ შენ კაშია და ჯაბა მაგ გუნდში !!!
ზაზა
04 ნოემბერი 2022 08:27
2
ჩაკვემ მაგრად მოუმატა,ცოტაც და ისევ ძველ ჩაკვეტაძეს ვიხილავთ,უკვე მეცოდება ამ სლოვანისთვის,აშკარად უფრო მაღალი დონის გუნდში თამაშს იმსახურებს
მალხაზი
04 ნოემბერი 2022 07:16
0
ჰოკეის მოედანს ჰგავდა, ისეთი სრიალა ჩანდა საფარი. რაც ითამაშა ეგეც სასწაული იყო
საფარი არ ვარგოდა
04 ნოემბერი 2022 03:10
0
გიომ თუ ასე გააგრძელა თამაში და განვითარება , თუ მიაღწია ფორმის პიკს და ტრავმებსაც თავი აარიდა , სეზონის ბოლოს დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი გუნდი მოისურვებს მის გადაბირებას ! ძალიან ცოტა ნახევარმცველია დღესდღეობით , ვისაც მოედნის ასეთი ხედვა აქვს , ძალიან ბევრ სახიფათო გადაცემას აკეთებს , რაც მიუხედავად იმისა , რომ გოლით არ მთავრდება , ჩაკვეს პლიუსად ეწერება და ამას სკაუტებიც და მწვრთნელებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ . მიდი ჩაკვეე , არ დანებდეე , ბოლომდე საკუთარი და ჩვენი ოცნებების ასასრულებლად .
ATP 16
04 ნოემბერი 2022 12:48
1
ყველაზე დიდი მუხრუჭი ამ გუნდისთვის არის უმცროსი ვაისი, თუ გინდათ თავიდან უყურეთ ამ თამაშს და დარწმუნდებით ამაში, პლუს ამ ყველაფერს საერთოდ არ აძლევს გიოს პასს, ერთი პასიც არ გაუკეთებია გიოს მიმართულებით, თითქოს შურს, რომ გიო მასზე ძლიერია, მეტი დასკვნა ვერ გამოვიტანე მისი თამაშიდან. ეს ძალიან თვალში საცემია.
04 ნოემბერი 2022 14:16
3
ჩაკვეტაძე იბრუნებს ჩვეულ ფორმას... წარმატებები მას და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
04 ნოემბერი 2022 12:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული