ნეაპოლის პოლიციამ ხვიჩა კვარაცხელიას ავტომობილი Mini Countryman-ი, რომელიც გუშინ მოჰპარეს, ქალაქის გარეუბანში აღმოაჩინა, - იტყობინება "კორიერე დელო სპორტი".
გამოცემა აღნიშნავს, რომ მანქანის მოპარვის მომენტში ფეხბურთელს პირველ სართულზე ეძინა და ვერაფერი ვერ გაიგო.
ავტომობილი მფლობელს გადაეცა.