იტალიური ბლოგი ქართველ ვარსკვლავებზე

AutoSharing Option
ცნობილი იტალიური საიტი Cronache di spogliatoio საქართველოს ნაკრებსა და ქართველ ტალანტებზე საუბრობს:


"თბილისის ცა კაშკაშებს, მაგრამ ვარსკვლავი მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია არ არის, გარკვეულწილად ეხმარება სხვებსაც, რომ მეტად ნათელი მოჰფინოს მათ, რადგან ქართული ფეხბურთი ახლა "ოქროს ხანაშია". "კვარადონაზე" ყველაფერი ვიცით, "ლივერპულთან" შეხვედრის გახსენებაც კი ეყოფა ყველაფერს, სერია A? იტანს და იტანს გოლებს, ასისტებს უკეთესად აკეთებს და ეს ყველაფერი ხდება იქ, სადაც მარადონაა ღმერთი, ბავშვები მხოლოდ მის მაისურს ყიდულობდნენ...

დაუმარცხებელი საქართველოს ნაკრები


ეროვნული ნაკრების სათავეში ვილი სანიოლია, მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი, ერთ-ერთი იმათგანი,
რომელმაც 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში პენალტი შეასრულა. 2021 წლის შემდეგ ფრანგმა სპეციალისტმა ქართული ფეხბურთის "ოქროს თაობა" ჩაიბარა, შეაშინა ესპანეთის ნაკრები, მოუგო შვედეთს, ერთა ლიგის C დივიზიონში პირველი ადგილი დაიკავა - 5 მოგება და 1 ფრე გიბრალტართან, ჩრდ. მაკედონიასა და ბულგარეთთან, 2022 წელს საქართველოს ნაკრები დაუმარცხებელია. FIFA-ს რეიტინგში კი 78-ე ადგილს იკავებს.

ტალანტები


ეს ნაკრები დიდებული ფეხბურთელებით სავსეა. იტალიაში, ხვიჩას გარდა, გამოდის ლუკა ლოჩოშვილიც. კიდევ ერთი ვარსკვლავია ზურიკო დავითაშვილი, "კვარას" საუკეთესო მეგობარი. შეგახსენებთ, ხვიჩა და ზურიკო რუსეთიდან წამოსვლის შემდეგ ბათუმის "დინამოს" ღირსებას იცავდნენ. დღეს ზურიკო "ბორდოს" შემადგენლობაშია: გიორგი მამარდაშვილი, რომელიც გატუზოს "ვალენსიაში" გამოდის, მისით კი ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.

გიორგი ჩაკვეტაძე

ცალკე აღნიშვნის ღირსია გიორგი ჩაკვეტაძე, ვინგერი  ჩინებული დრიბლინგით. რამდენიმე წლის წინ, სანამ გიორგის ტრავმები შეაწუხებდა, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, იწერებოდა, რომ ინტერესდებოდა "ინტერი", ახლა ბრატისლავის "სლოვანშია".

ამას ემატება გიორგი წიტაიშვილი, რომელმაც უკრაინაში თამაშს საქართველოს ნაკრებში თამაში არჩია; "ცრვენა ზვეზდას" მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი და "მეცის" შემტევი გიორგი მიქაუტაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას 17 ნოემბერს, მაროკოსთან გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
აზაროვი და წიტაიშვილის გადასახედი აქვთ საკლუბო არჩევანი, ორივე ძალიან კარგი ფეხბურთელია და აშკარად ნეტი შეუძლიათ
gionat
17:03 04-11-2022
0
აზაროვზე მწყდება გული ნუთუ ვერ გათვალა
beqa
13:24 04-11-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული