წყაროს ცნობით, კლოპი ქართველი ფეხბურთელით აღფრთოვანებულია და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე მოცდას აღარ აპირებს.
"21 წლის ფეხბურთელი "ნაპოლიში" გამორჩეულ სეზონს ატარებს და ჩემპიონთა ლიგაზე მისმა ასპარეზობამ იურგენ კლოპის ყურადღება მიიპყრო. "პარტენოპეისა" და "ლივერპულის" დაპირისპირებისას კვარაცხელიამ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა.
თავის მხრივ, მერსისაიდელებს ხარისხიანი შემტევი სჭირდებათ, "ნაპოლის" ვარსკვლავი კი ინგლისური კლუბისთვის პირველი ვარიანტია. ლუის დიაშის გარდა, "ლივერპულს" არ ჰყავს მოთამაშე, რომელიც დრიბლინგის ნიჭითაა დაჯილდოებული, "კვარა"
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" რიგებში 17 მატჩი გამართა, თავი კი 8 გატანილი გოლითა და 10 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
კვარაცხელია ტრავმირებულია - "ნაპოლი" მეორეადგილოსნის წინააღმდეგ
მინიმუმ 2 სეზონი მაინც უნდა აათაოს ნაპოლიში.
ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია ხვიჩასთვის!
არავინ არსად ესეთ ნდობას არ გამოუცხადებს ჩვენს ბიჭს როგორსაც სპალეტი უცხადებს!
აქვე უნდა შეეჯახოს პრობლემასაც და პრობლემის დაძლევის გზაც აქვე უნდა ნახოს. აი ზუსტად იქ სადაც ესეთი ნდობა, სიყვარული და პატივისცემა აქვს!
წარმატებები ჩვენს უმაგრეს ბიჭს!
მინიმუმ ერთი სრული სეზონი კიდევ ნეაპოლში და მერე ნებისმიერ კლუბში წადი! ❤