როდესაც ტრენდის გუნდთან გაიგივება არ უნდათ - ხვიჩა სასტუმროში გადავიდა

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ წელის ტკივილის გამო "ატალანტასთან" მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო. იტალიური მედიის ცნობით, მას პრობლემა "ლივერპულთან" შეხვედრაში შეექმნა, როდესაც ბურთზე ბრძოლის შემდეგ სარეკლამო დაფას შეეჯახა. CalcioNapoli24 იტყობინება, რომ ავტომობილის მოპარვის გამო ქართველი ვიდრე პოზოპილოში დაბინავდება, დროებით სასტუმრო Britannique-ში გადაბარგდა, სადაც გუნდის მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ცხოვრობს.

"ნაპოლის" საიტი ინფორმაციას ავრცელებს, რომ ხვიჩას დღეს არ უვარჯიშია. მას აღდგენაში ფიზიოთერაპევტი ხოსე კარლოს მოლინოს დომენე ეხმარება. კლუბის სამედიცინო პერსონალი "კვარას" მალე დაბრუნებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი და არაა გამორიცხული, სამშაბათს "ემპოლისთან" ითამაშოს.

იტალიის
ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა რიკარდო მონტოლივომ Tutto Napoli-ს განუცხადა, რომ სპალეტის არ უნდა გუნდის მხოლოდ კვარაცხელიასთან გაიგივება. მისი თქმით, ფეხბურთელები ეგუებიან იმ აზრს, რომ მთელი კვირის უვარჯიშებელ მათ თანაგუნდელს მაინც შეუძლია ითამაშოს.

"ბრეშიას" შემტევმა ვალონ ბეჰრამიმ სპალეტის კვარაცხელიაზე ნათქვამზე Dazn-ის ეთერში გააკეთა კომენტარი: "ამ ბიჭზე მხოლოდ იმიტომ კი არ ვსაუბრობთ, რომ ტრენდია, არამედ ვინაიდან სერია A-ში, ევროპასა და ჩემპიონთა ლიგაში მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მყავდა მეგობრები, რომლებიც კვირის განმავლობაში ცოტას ვარჯიშობდნენ, მაგრამ მინდოდა მოედანზე ყოფილიყვნენ. მოგვიანებით, შესაძლოა, სპალეტიმ სხვა არჩევანი გააკეთოს, როდესაც მიხვდება, რომ მთელი სათამაშო სისტემა მუშაობს და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეეძლება".

მკითხველის კომენტარები / 4 /
იმიტომ გადავიდა იმ სახლიდან, რომ თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობდა. ეძინა და იმ დროს მის სახლში ქურდი შევიდა, ამის გააზრებაც კი რამხელა სტრესია ალბათ.
და ამის ფონზე ეს ჟურნალისტები ცხვირწინ გვიფრიალებენ ინფორმაციებს, სად გადავიდა, რომელ სასტუმროში, რომელ სართულზე და ასე შემდეგ.
როგორ უნდა იგრძნო თავი დაცულად, როცა ყველა შენი ნაბიჯი და გადაადგილების მარშრუტი გასაჯაროებულია.
ადამიანი არაფერს პოსტავს, არაფერს ასაჯაროებს, ტელევიზიებშიც არ ზის და მაინც მისი ყველა ნაბიჯის შესახებ გვატყობინებენ. ნორმალურ გულშეატკივარს მხოლოდ მისი თამაში გვაინტერესებს და არა მისი საცხოვრებელი ადგილი და პირადი ცხოვრება.
დაუტოვეთ ადამიანს რაიმე ხელშეუხებელი.
ვინმემ შეიძლება ეს ინფორმაციები ბოროტად გამოიყენოს.
მისი სახლის მისამართიც გასაჯაროებული იყო და მძინარეს დაადგნენ თავზე. ვგიჟდები როგორი დაუცველია ამ დროს ადამიანი.
რამე რომ დაეშავებინათ ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას, რეიტინგისთვის ყველაფრის მკადრებელი ჟურნალისტები?
ეს იტალიური პრესა მთლად უარესი ყოფილა.
4
მოირჩინოს კვარამ ტრავმა ბოლომდე.ისე,რომ რეციდივის საშიშროება მთლიანად გამოირიცოს და მერე ითამაშოს.რატომ უნდა იჩქაროს,არ არის ემპოლი ის გუნდი,კვარას გარეშე რომ ვერ მოუგოს ნაპოლიმ. მგონია,რომ უდინეზესთან უფრო საჭირო იქნება და თუ ღმერთმა ნუ ქნას, მაინც შეაწუხებს რამე,თვენახევარი ექნება სრულად გამოსაჯანმრთელებლად.
ნუკრი
00:39 07-11-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული