ხვიჩას რასპადორი შეცვლის და არა ელმასი - გერმანიაში კვარაცხელიაზე უკვე ფიქრობენ

AutoSharing Option
დღეს "ნაპოლის" მატჩის დღეა. ზედიზედ მეორედ, ხვიჩა კვარაცხელია შეხვედრას გამოტოვებს. საგანგაშო არაფერია, ჩვენებურთან მიმართებით არ რისკავენ და ბოლომდე ითმენენ, "კვარადონა" ხომ მათი და არამხოლოდ მათი მარგალიტია.

ნეაპოლური კლუბი კარგ ფორმაშია, მეტოქეც განსაკუთრებით ძლიერი არ ჰყავს და ფონს მაინც იოლად უნდა გავიდეს. თუმცა, რასაც ლუჩანო სპალეტის გუნდი უნდა უფრთხოდეს, დაუგეგმავი ქულების დაკარგვაა, რაც მაგალითად, "ლეჩესთან" (1:1) მოხდა, საჩემპიონო გზაზე ეს ყველაზე სახიფათოა. "სტადიო მარადონაზე" "ემპოლისთან" (სადაც ლევან მჭედლიძეს უთამაშია) 8 ნოემბრის დაპირისპირება ჩვენი დროით 21:30 საათზე დაიწყება.

Sportall.Ge

თუკი გასულ ტურში ქართველს
ელიფ ელმასი ცვლიდა, იტალიური მედია ვარაუდობს, რომ სასტარტოში ახლა ჯაკომო რასპადორი იქნება. 22 წლის ფეხბურთელი ჩემპიონატის ბომბარდირის, ვიქტორ ოსიმენის არყოფნაში კარგად გამოიყურებოდა, ამჟამად კი კონკურენციის დაძლევა უჭირს. ის ფლანგზეც თამაშობს, თუმცა საუკეთესო არჩევანი ნამდვილად არაა, განსაკუთრებით კი, დაცვითი ფუნქციების შესრულებისას. საინტერესოა, ბოლო დროს კარგად ათამაშებულ ჩრდილომაკედონიელ ელმასს რა პოზიციაზე ვიხილავთ.

"კვარას" დრიბლინგებს, არაორდინარულ მოქმედებებს და უამრავ საფეხბურთო ნიუანსს მხოლოდ მისი სამშობლო კი არა, მთელი ევროპა შეეჩვია და მისი დანაკლისი ძალიან საგრძნობი გახდა. ვისურვოთ, რომ "ნაპოლის" წლის ბოლო მატჩში, "უდინეზეს" წინააღმდეგ (12 ნოემბერს), ის სრულად მომჯობინებული ვიხილოთ!

Sportall.Ge

მოგეხსენებათ, 13 ტურის შემდეგ ნეაპოლელები სერია "ა"-ს 35 ქულით ლიდერობენ და "მილანს" 6 ქულით აღემატებიან.

გერმანული ფიქრები

ჩვენებურის კლუბში ფიქრი უკვე თებერვალსა და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფზე დაიწყეს, როცა მათი მეტოქე "აინტრახტი" იქნება. გერმანული კლუბი ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია და მიმდინარე სეზონშიც მშვენივრად გამოიყურება, თუმცა სავარაუდო მეტოქეებს შორის ის იქნებ საუკეთესო არჩევანიც კი იყო. ახლა მთავარია, სპალეტის გუნდი ზამთრის ბოლოსა და გაზაფხულის დასაწყისშიც ასე გამოიყურებოდეს. ნეაპოლელთა დღევანდელი მდგომარეობა მშვენიერია, თუმცა ის, რომ შეხვედრებამდე დაახლოებით 3 თვეა, მაინც გვაიძულებს, რადიკალურ დასკვნები არ გავაკეთოთ.

Sportall.Ge

ქართველ გარემარბსა და მის თანაგუნდელებს ნამდვილად შეუძლიათ მეოთხედფინალში გავიდნენ და წილისყრას იქაც დიდი მნიშვნელობა ექნება.
გერმანიაშიც ალბათ უკვე ბევრს ფიქრობენ "ნაპოლისა" და კონკრეტულად, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ. "აიტრახტი", არაერთი იტალიური კლუბის მსგავსად, 3-მცველიანი ტაქტიკით თამაშობს. ბრაზილიელი ცენტრალური მცველი ტუტა და პსჟ-ის ყოფილი ფლანგელი, ფრანგი ჟუნიორ ებიმბი ისინი არიან, რომლებმაც კვარაცხელიას წინააღმდეგ უნდა იმოქმედონ, თუმცა ამ ყველაფრის დეტალური განხილვა ჯერ ძალიან ადრეა.

ქართველი გულშემატკივრებისთვის "ნაპოლის" მატჩის დღე ხვიჩას გარეშეც საინტერესოა, მოლოდინი მაინც არსებობს. მთავარია, ქართველის გუნდმა ლიდერობა კიდევ უფრო განამტკიცოს.

alt"ხვიჩა, როგორ ხარ?!" - იტალიელი ჟურნალისტი "კვარას" ტრავმაზე შეეკითხა [VIDEO]

altსამივე კლუბი გამოწვევის წინაშე დგას, "ნაპოლის" ძალიან გაუმართლა - იტალიელი ჟურნალისტი კენჭისყრის შედეგებზე

მკითხველის კომენტარები / 19 /
ხვიჩა ალამაზებს ფეხბურთს. ხვიჩას თამაში მოედანზე ზეიმია და გვილამაზებს ცხოვრებას. სპალეტი ვერ აცდება მაყურებელთა და ჟურნალისტთა რისხვას თუ არ შეიცვლის ხვიჩასადმი მიდგომას.
7
წინ 3 თვეა,მსოფლიო ჩემპიონატია, ვინ იცის რამდენი დაიმტვრევა,რამდენი გადაიღლება ასე რომ ძალიან ძნელია წინსწარი პროგნოზი.
ამაშია საქმე
12:32 08-11-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული