"ხვიჩა შევჩენკოზე უკეთესი გახდება?! თუ ქართველი ამას მოიგებს..." - ვალერი გაზაევმა "კვარას" შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა ვალერი გაზაევმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მან ქართველი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკოს შეადარა.

"ხვიჩა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და "ნაპოლიში" თამაში შესანიშნავად დაიწყო. ღმერთმა ქნას, ყველაფერი ასე გაგრძელდეს. იტალიაში მას შესანიშნავი პრესა აქვს და ის თაყვანისმცემლების ახალი კერპი ხდება.

კვარაცხელია ავლენს ინდივიდუალური უნარების მაღალ დონეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ყველაფერი მთელი კარიერის განმავლობაში შეინარჩუნოს, როგორც ამას ანდრეი შევჩენკო აკეთებდა.

ეს ის დონეა, რასაც მან უნდა დაუმიზნოს, რადგან ქართველს დიდი მომავალი აქვს. ყველა ნიჭს შრომა სჭირდება. ამიტომ მან უნდა
გამოიჩინოს ტიტანური ძალისხმევა, რათა ევროპულ და მსოფლიო ფეხბურთში თავი დაიმკვიდროს და ვარსკვლავი გახდეს.

შეიძლება ხვიჩა შევჩენკოზე უკეთესი იყოს? - ანდრეიმ "ოქროს ბურთი" მოიპოვა. თუ კვარაცხელიაც ამას შეძლებს, შემდეგ უკვე საუბარი შეიძლება", - უთხრა გაზაევმა Sport24-ს.

altითამაშებს თუ არა კვარაცხელია დღეს - "ნაპოლის" განცხადება "ემპოლისთან" მატჩამდე

მკითხველის კომენტარები / 17 /
ამიტომ არ უნდა წავიდეს ნაპოლიდან ...შევჩენკომ მილანით მიაგწია ყველაფერს ,,,ეხლა ნაპოლის ჯერია
რამინ სულაქველიძე
19:35 09-11-2022
0
გაზაევი როგორც მწვრთნელი ქართველებთან ერთად შედგა. მას ვლადიკავკაზის საპრტაკში ნახევარ გუნდზე მეტი ქართველები ყავდა და სპორტულ დირექტორად ვოვა იყო მაგასთან. რატომ უნდა ქონდეს ცუდი გული ჩვენზე? გაზაევს კი ვუპასუხებ, ხვიჩას აუცილებლად მწვერვალზე ვიხილავთ. ხვიჩა აღარ გაჩერდება სანამ საწადელს არ აისრულებს და მერე უკვე გამარჯვების გემოს რომ გაიგებს საერთოდ აღარ გაჩერდება.

პ.ს. სომეხებს კი გირჩევთ ცოტა ფეხბურთის ისტორიას გაეცნოთ, არსებობს წიგნები, ბროშურები და გუგლშიც რაღაცას მოიპოვებთ რომ გაეცნოთ აღარ გექნებათ ცრუ წარმოდგენები საკუთარ ფეხბურთძე. ისტორიულად ურთიერთ შეხვედრებში დინამოს დიდი პლიუს ქონდა არარატთან, ასევე ახლანდელ ნაკრებსაც. თქვენმა არარატმა მხოლოდ ერთხელ მოიგო სსრკს ჩემპიონატი და თასიც იმავე წელს 1973 წ. მეტი არაფერი მიღწევა გამარჯვება არ გაქვთ. საუკეღესო ფეხბურთელებიც ქართველი ფეხბურთელები გაცილებით ხშირად იყვნენ და სომეხი ფეხბურთელი მე პირადად სსრკს საუკეთესო არ მახსოვს. ასევე სსრკს ნაკრებში ყოვლეთვის რამოდენიმე ქართველი იყო ნაკრებში და წამყვანი ფეხბურთელბიც იყვნენ ასევე კაპიტნობდნენ ნაკრებს, რასაც ვერ იტყვით სომხებზე. ტყუილების ლაპარაკი ისევ ისე გიყვართ, რაც თქვენთვისვე ცუდია სიცრუეში ცხოვრება.
G.LA
01:10 09-11-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული