2007 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებულის თქმით, ცუდია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ერლინ ჰოლანი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებენ.
"ხვიჩა ძალიან კარგი ბიჭია. ჩემთვის მისი თამაში სიურპრიზი იყო. სამწუხაროა, რომ ის და ჰოლანი მუნდიალს გამოტოვებენ, მოედანზე სხვაობას სწორედ ასეთი მოთამაშეები ქმნიან, რადგან იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლის მიღებაც სხვებს არ შეუძლიათ" - განაცხადა "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს, მასპინძელ კატარის ნაკრებისა და ეკვადორის თამაშით გაიხსნება.
"ნაპოლი" ხვიჩასა და ფანტაზიის გარეშე - გამარჯვება "საჩემპიონო" სტილში
"ნიკოს ოჯახს" - ხვიჩამ ნიკო კვარაცხელიას ოჯახს საკუთარი მაისური გამოუგზავნა