სპალეტიმ თქვა, რომ კვარაცხელია ვერ ითამაშებს და როგორც იქნა, მისი მაღალი კლასი აღიარა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა, თერაპიული კურსი ჩაიტარა, სატრენაჟორო დარბაზში დაიტვირთა და მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ "უდინეზესთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართველი ვერ ითამაშებს და თან ნაწილობრივ აღიარა, რომ ის სხვებთან შედარებით სულ სხვა კლასის ფეხბრთელია:

"ისევე უნდა გავისარჯოთ, როგორც ყოველთვის. მეტოქისთვის სირთულეების შექმნა გვმართებს. ჩვენ მოწინააღმდეგის ნახევარზე თამაში გვიყვარს. ხვალ რთული შეხვედრა გველის, "უდინეზე" ბურთის ართმევისას ბევრ პრობლემას ქმნის.

ვცდილობდით კვარაცხელია მწყობრში ჩაგვეყენებინა, მაგრამ როგორც კი საჭირო სიჩქარესა და კუნთების წნეხს აღწევს, თავს ცუდად გრძნობს. ვწუხვართ, მაგრამ გასულმა
ორმა მატჩმა დაადასტურა, რომ გუნდი ვართ. გვინდა, რაც შეიძლება მალე დაგვიბრუნდეს, თუმცა სხვებსაც ვენდობით, რომლებსაც შესაძლოა, ის დონე არ გააჩნიათ, ვინაიდან "კვარას" ყველა მსოფლიო ფეხბურთის ახალ ვარსკვლავად მიიჩნევს... ისე, სხვებსაც შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც საჭიროა".

ეს "ნაპოლისთვის" წელს ბოლო ოფიციალური მატჩი იქნება, რის შემდეგაც გუნდი იმ ფეხბურთელებით, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ანტალიაში ორკვირიან შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც სპარინგებს გამართავს, მერე იტალიაში დაბრუნდება და ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს - ერთს "დიეგო მარადონაზე, ხოლო 4 იანვარს, სერია A-ს მე-16 ტურში მილანში "ინტერს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 24 /
კვარას ნემსების წამლებით გაუვსეს სხეული კრეტინმა მედიცინის კაბინეტების პლანქტონებმა... ხერხემლის კუნთების სპაზმა ვერაგია.... ის ორ კვირაში თავისით გადის, მხოლოდ სხეულის მოძრაობას ზღუდავს.... ნემსები მხოლოდ მოძრაობის უფლებას აძლევს სხეულს... როგორც კი დიდი დატვირთვის დროს კუნთებში სისხლთან ერთად ჭარბი რაოდენობით ჟანგბადი შედის ტკივილები ისევ ეწყება... მოკლედ ე.წ. ექიმებმა ორკვირიანი კრეტინიზმის სპექტაკლი დადგეს მასმედიის საშუალებით....
კახა
18:10 12-11-2022
2
გრძელი სიტყვა რომ მოკლედ უნდა თქვა დიდი შოთა გვირჩევს და რა გჭირთ მოთხრობასავით კომენტარების წერა რომ გიყვართ გგონიათ ვინმე წაიკითხავს?
კეთილი რჩევა გრძელი კომენტარების ავტორებს
16:21 12-11-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული