ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

200 მილიონი კვარაცხელიას და ოსიმენის შესაძენად - რამდენად რეალურია "ლივერპულის" გეგმები?

AutoSharing Option
"ლივერპული" პრემიერლიგაში მეექვსე ადგილზეა, ლიდერ "არსენალს" 15 ქულით ჩამორჩა და უკვე დაიწყო საუბრები იმაზე, რომ გუნდის შემადგენლობა სერიოზულად გადასახალისებელია.

ინგლისში აღფრთოვანებული არიან "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით და დღე არ გავა ის რომელიმე იქაურ კლუბს რომ არ დაუკავშირონ - საუბრები "ლივერპულზე", "ჩელსისა" და "მანჩესტერზეა".

euro-football-ი "გაძეტა დელო სპორტზე" დაყრდნობით იტყობინება, რომ მერსისაიდულმა კლუბმა იტალიურ სატრანსფერო ბაზარს მიაპყრო ყურადღება, "ნაპოლის" ორი ფეხბურთელით, ხვიჩა კვარაცხელიათი და ვიქტორ ოსიმენით დაინტერესდა და არა მარტო დაინტერესდა, არამედ მზადაა მათ შესძენად ზაფხულში 200 მილიონი ევრო გამოყოს.

Fenway Sports Group-ი "ლივერპულის" გაყიდვას აპირებს და ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, ვინ შეიძენს კლუბს და ახალ მფლობელს რა გეგმები ექნება.

კვარაცხელიამ ამ სეზონში სერია A-ში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო ოსიმენის ანგარიშზე 9 გოლი და 2 საგოლე პასია.

ასევე დაგაინტერესებთ