"მოიესი ხვიჩას ხელიდან გაშვებას ნანობს. "მანჩესტერი" და "ჩელსი" მისთვის იბრძვიან" - ბრიტანული გამოცემა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ამომავალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია კვლავ უცხოური სპორტული გამოცემების ყურადღების ცენტრშია. ამჯერად მის შესახებ ბრიტანული გამოცემა Hammers.news Gazzetta dello Sport-ზე დაყრდნობით წერს, რომ  ხვიჩასთვის "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" იბრძვიან.

"ვესტ ჰემმა" დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც რამდენიმე წლის წინ ხვიჩაზე უარი თქვა. მის შეძენას "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" აქტიურად ცდილობენ, ორივე გუნდი მზადაა ქართველში 88 მილიონი ფუნტი (100 მილიონი ევრო) გადაიხადონ.

სამწუხაროდ, მოიესმა "კვარას" შეძენის შესაძლებლობა მაშინ ვერ გამოიყენა, როდესაც ქართველი "რუბინის" ღირსებას იცავდა. შოტლანდიელმა საშინლად იმოქმედა. ახლა კი მოსალოდნელია, რომ
"ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის მოთამაშის შესაძენად ნამდვილი "ბლოქბასტერი" გაიმართება" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩამ ტრავმის გამო "ნაპოლის" უკანასკნელი 3 შეხვედრა წელის ტკივილის გამო გამოტოვა. "კვარამ" "პარტენოპეის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 17 მატჩი გამართა, თავი კი 8 გატანილი გოლითა და 10 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

alt"ზოგჯერ ზედმეტი მომდის, ამაზე ვმუშაობ..." - კვარაცხელიას ვრცელი ინტერვიუ თავის თამაშზე, მარადონაზე, სპალეტიზე და თანაგუნდელებზე

alt"კვარა" მესიზე ძვირი გახდა - Transfermarkt-მა ფასები განაახლა


მკითხველის კომენტარები / 13 /
პრემიერ ლიგა ერთ ერთი საუკეთესოა
Beqa
05:47 14-11-2022
0
პრემიერლიგას სხვა ტოპ ჩემპიონატები ჯობია-თქო უნდა დამეწერა...
ლაშა
19:10 13-11-2022
3

სიახლეები პოპულარული