ლონგის თქმით, "ნაპოლის" რონალდო არ სჭირდება, რადგან ხვიჩა უმაღლეს დონეზე კიდევ დიდხანს ითამაშებს.
"რონალდომ განაცხადა, რომ გასულ ზაფხულს, შესაძლოა "ნაპოლიში" გადასულიყო? კარგია, რომ ასე არ მოხდა. "პარტენოპეის" ხვიჩა კვარაცხელიას სახით ნამდვილი ბრილიანტი ჰყავს. ქართველი მარცხენა ფლანგზე წარმოუდგენლად მოქმედებს.
რონალდოსგან განსხვავებით, ხვიჩა უმაღლეს დონეზე კიდევ დიდხანს ითამაშებს" - განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა.
შეგახსენებთ, ბოლო ცნობებით, "კვარა" სრული დატვირთვით ვარჯიშს 28 ნოემბერს დაიწყებს.
ხვიჩა კვარაცხელია ვარჯიშს 28 ნოემბერს დაუბრუნდება - იტალიური გამოცემის ინფორმაცია
იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიასა და მის შეყვარებულზე წერს
"სლუცკიმ ევროპული ფეხბურთისთვის ბრილიანტი აღმოაჩინა" - ნიდერლანდელი ჟურნალისტი