"ასაფეთქებლად მზადაა" - ხვიჩას აგენტი ძაკარდო კიდევ ერთი ქართველი ტალანტის ტრანსფერს აანონსებს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლაში შუამავალმა, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა კრისტიან ძაკარდომ, Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა და, ფაქტობრივად, კიდევ ერთი ქართველის ტრანსფერზე მიანიშნა, თუმცა მისი ვინაობა არ გაამხილა.

- კვარაცხელიას შემდეგ, რომლის შუამავალი მოლაპარაკებებში იყავით და "ნაპოლიში" გადავიდა, არის თუ არა სხვა ქართველი ტალანტი, რომელიც "ასაფეთქებლად" მზადაა?

- დიახ, შემტევია, 2003 წელს დაბადებული. ის ძალიან საინტერესო ფეხბურთელია.

- ვინ არის?
- სახელს მოგვიანებით დავასახელებთ, ამის შესახებ გაიგებთ.

ძაკარდოს ნათქვამი Areanapoli-მაც დაადასტურა.

ადრე მან განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების თამაში ნახა, ეს
ქვეყანა როგორც საფეხბურთო, ასევე სხვა მიმართულებებითაც ძალიან ვითარდება და არ გაუკვირდება, თუ სერია A-ში კიდევ რამდენიმე ქართველს იხილავენ.


მკითხველის კომენტარები / 34 /
Albat abuashvili...
Givi
29 ნოემბერი 2022 10:09
7
აბუაშვილი ისედაც პორტოშია
dato
29 ნოემბერი 2022 11:22
0
ბუბა დაუშვილზეა საუბარი! ^^
ძიაძ ნუკრი
29 ნოემბერი 2022 18:39
9
გიორგი კვერნაძე
ლშა
30 ნოემბერი 2022 13:13
0
Ჩაკვეტაძეზე დიდი ტალანტი კვარაცხელიას შემდეგ არ გვყავს
lasha
30 ნოემბერი 2022 00:44
2
ეეჰ, თავდაუზოგავი შრომის გარეშე დიდი მომავალი ძნელია.
გიორგი
30 ნოემბერი 2022 02:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული