ხვიჩას "ნაპოლის" მე-3 მეტოქე ცნობილია - ესპანელებთან "სტადიო მარადონაზე"

AutoSharing Option
ცნობილი გახდა მესამე მეტოქის შესახებ, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ზამთრის პაუზის დროს შეხვდება. ეს მატჩი არა თურქეთში, არამედ მშობლიურ "სტადიო მარადონაზე" შედგება და ნეაპოლელთა მოწინააღმდეგე ესპანური "ვილიარეალი" იქნება.

შეგახსენებთ, ლუჩანო სპალეტის შეგირდები, რომელთაც ტრავმის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდათ და მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზარებული 5 მოთამაშე აკლიათ, თურქულ შეკრებაზე ადგილობრივ "ანტალიასა" და ინგლისურ "კრისტალ პალასს" შეხვდებიან.

"ვილიარეალი" ესპანეთის ჩემპიონატში მე-9 ადგილს იკავებს. მათ ორი სეზონის წინ ევროპა ლიგა მოიგეს, ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში კი არაერთი სენსაცია შემოგვთავაზეს. გუნდში ყოფილი ნეაპოლელები - პეპე
რეინა და რაულ ალბიოლი არიან. ხოან ფოიტი არგენტინის ნაკრებთან ერთად მუნდიალზეა, პაუ ტორესი კი ესპანეთის ნაკრების წევრია. გუნდის მთავარ მწვრთნელად ცოტა ხნის წინ "ბარსელონას" ექსდამრიგებელი კიკე სეტიენი დაინიშნა.

ნეაპოლში მატჩი 17 დეკემბერს, ჩვენი დროით 23:30 საათზე დაიწყება.

altხვიჩა ბრუნდება - "ნაპოლის" დეკემბრის გეგმები და სპალეტის მთავარი მიზანი

მკითხველის კომენტარები / 9 /
ისე საინტერესოა იმ 5 ფეხბურთელის გარეშე როგორ ითამაშებენ
zura222
18:19 02-12-2022
0
Liveball . Ru
მიხეილი
18:07 02-12-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული