"კარგი ტრანსფერები უნდა გავაკეთოთ და ჩემპიონთა ლიგისთვის მოვემზადოთ" - ფიფიას კომენტარი "დინამოს" ჩემპიონობის შემდგომ

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ეროვნული ლიგის ბოლო ტურში "გაგრა" 2:1 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში მეცხრამეტედ გახდა.

მატჩის შემდეგ მედიასთან მოკლე კომენტარი დედაქალაქური კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გააკეთა.

"სასიხარულოა, თქვენც გილოცავთ. თბილისის "დინამო" უკვე კაი ხანია არ ყოფილა საქართველოს ჩემპიონი.

ახლა მთავარია გავიაროთ კარგი შეკრება და გავაკეთოთ კარგი ტრანსფერები, რომ მოვემზადოთ ჩემპიონთა ლიგის თამაშებისთვის. მადლობა ყველას, ვინც "დინამოს" გულშემატკივრობდა. ჩვენ ჩემპიონები დამსახურებულად გავხდით", - თქვა ფიფიამ
მკითხველის კომენტარები / 58 /
აფერისტების ხელმწიფე!
fani
22 დეკემბერი 2022 21:46
0
ეხლა ის დროა, რომ კარგი ფეხბურტელები აიყვანი გუნდში და გაახარო დიმაოს გულშემატკივრები. თან ქართული ფეხბურტისკენ ეხლა ყველა ყურადღებით იყუტაბა კვარაცხელიას ფაქტორიდან ამიტომ ბიზნესისთვისაც კარგია ასე რომ..
endi
05 დეკემბერი 2022 10:10
0
ნეტა რა ტრანსფერები იქნება? ალბათ, ზამბია, მადაგასკარი და სხვა "საფეხბურთო" ქვეყნებიდან.
მერაბი
05 დეკემბერი 2022 09:15
0
ვერ გავიგე ანუ მერაბ გაბრიელ ჯესუსი და გჯეგოშ კრიხოვიაკი დაგპირდა შენ ვინმემ თუ იხუმრე?
შავი კაცი
05 დეკემბერი 2022 12:54
0
პრობლემა ფეხბურთელის წარმომავლობა კი არა, ფეხბურთელის კლასია. უამრავი კარგი ფეხბურთელია წამოსული "ზამბია-მადაგასკარებიდან", მთავარია ნიჭიერი წამოიყვანო, რისთვისაც სკაუტინგი გჭირდება.

აბა ტოპ ჩემპიონატებიდან ფეხბურთელს ვერ ჩამოიყვან საქართველოში
Just Supporter
05 დეკემბერი 2022 11:32
0
ამ კაცს უთხარით ვინმემ სულ რომ მესი და რონალდო ჩამოიყვანოს 2-3 თვეში გუნდი არ კეთდება.
საქართველო
05 დეკემბერი 2022 07:47
0
სულ ერთიდაიგივე , შედეგი ყოველ წელს უარესი.
F
05 დეკემბერი 2022 04:17
0
ანუ გავყიდი ყველას თუნდაც ათი ლარი შემომთავაზონო...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
05 დეკემბერი 2022 02:14
0
წარუმატებელი ფეხბურთი გადამხდელების ფულით.უყურეთ დასკვნები გამოიტანეთ.ფიფიას ახალი ბოლი......
jorj
05 დეკემბერი 2022 01:40
0
ფარერების 200 კომლიან სოფლის კლუბთან 7-0 წააგეთ და მოდით, ტრადიცია არ დაარღვიოთ.
Რაგბის ფანი
05 დეკემბერი 2022 01:22
0
არ დაიღალე რამან? ხომ არ ჯობია ისევ გუდრონის გადამამუშავებელი ქარხანა მოხოდო
რა დები
05 დეკემბერი 2022 00:17
1
ფინანსური ანგარიშგების მიხედვით 2021 წელს თბილისის დინამომ 5,862,004 ლარის სუფთა მოგებით დაასრულა :) მშვენიერი ბიზნესია, აბა სიტის მფლობელების თავში ჩამახედა ამდენ ფულს რომ ყრიან ტყუილად
პროფესტო
04 დეკემბერი 2022 22:23
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული