"კარგი ტრანსფერები უნდა გავაკეთოთ და ჩემპიონთა ლიგისთვის მოვემზადოთ" - ფიფიას კომენტარი "დინამოს" ჩემპიონობის შემდგომ

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ეროვნული ლიგის ბოლო ტურში "გაგრა" 2:1 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში მეცხრამეტედ გახდა.

მატჩის შემდეგ მედიასთან მოკლე კომენტარი დედაქალაქური კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გააკეთა.

"სასიხარულოა, თქვენც გილოცავთ. თბილისის "დინამო" უკვე კაი ხანია არ ყოფილა საქართველოს ჩემპიონი.

ახლა მთავარია გავიაროთ კარგი შეკრება და გავაკეთოთ კარგი ტრანსფერები, რომ მოვემზადოთ ჩემპიონთა ლიგის თამაშებისთვის. მადლობა ყველას, ვინც "დინამოს" გულშემატკივრობდა. ჩვენ ჩემპიონები დამსახურებულად გავხდით", - თქვა ფიფიამ
მკითხველის კომენტარები / 58 /
ისე რად უნდა ამ ახალ ახალ ინტერვიუს რომ იწერს ყოველ წელს და დროს კარგავს. ძველი, შვიდი ან რვა წლის წინა ვერსია დადონ ახალი თარიღით. მაინც არაფერი შეიცვლება მაგით.
ირაკლი
04 დეკემბერი 2022 15:22
1
ამ ადამიანმა დაპირებები ისეთი იცის პერესაც კი დაჩრდილავს თავის პირობებით მაგრამ რადგინდა ყველაფერი სიცრუე...როდემდე უნდა გვაბოლავო ამ მეგრული ქეშით?
სასაცილოა
04 დეკემბერი 2022 14:58
3
კაი რა კიდე ნუ მოატყუებ ქვეყანას ,წადი ჩემო კარგო
დავით
04 დეკემბერი 2022 14:32
4
ქომაგთა მორიგი დაბოლება! ამ კაცის მეტსახელია - "აფერისტი ჩარჩი ვაჭარი"
სიმართლე
04 დეკემბერი 2022 14:30
4
ფიფიამ რა ქნას?16-17 და 18 წლის თინეიჯერები დღეს დადის და მამის სიტვას არ აფასებენ, და როგორ რანაირად და რა საფუძველზე შეინახოს და დააკავოს აკადემიის ფეხბურთელები?
მარტივ კითხვაზე პასუხი იგივე გექნებათ მაგ: ხარ 18 წლის გაქვს 2 000 ლარი ხელფასი და ცოტა ტალანტი გამოჩნდა პოგონი შეცნის ვარიანტი და 20 000 ლარს გთავაზობს თვეში რას იზამდით? მარტივია ხო 20 000 ავირჩევ იასნია საზღვარ გარეთ ჯობია... და ეხლა რა მითხარით იცი ეს უკვე თავში რო მაქ ავარდნილი და პოლონეთში ყველა კუთხეში უნახავი გულანკა და კაიფი როა რა ვქნათ...?
რა ქნას ფიფიამ დაკეტოს საზღვრები ტრანსფერები რო გაიხსნება? ცოტა ტვინი დავატანოთ რას ვითხოვთ და სად ვართ...
პლუს ბიზნესმენია ფიფია, და ბიზნესი ფულის მოგებაზეა ორიენტირებული და არა ხარჯვაზე. და ფიფია კიდე ტრანსფერების პონტში ვერ გაქაჩავს ტიპს არააქ და რა უნდა ჩადოს ტრანსფერებში.. ასე რომ ძალიან კარგი საქმე აკადემა გააკეთა და ის მუშაობს...
თოკო გაფრონდაშვილი სადაა???
აი დინამო ბათუმი და ბერიძის პოლიტიკა რადიკალურად განსხვავდება.. ფული არი,ფანობა მაყურებელი არ აკლდა,ფეხბურთელებიც იყო და რა გააკეთეს? ხო კაი ხვიჩა ზურა აზაროვი სხვა საკითხია რომ ეგ 1 წლით ადრეც ვიცოდით დანარჩენი???????
სწორად გამიგეთ ფიფია 0დან ვერ აწყობს გუნდს და აკადემიის ომედად ხართ და ჯანსაღი მომავალიც აქვს დინამოს ადრე თუ გვიან..და ბერიძემ აწყობილი ფეხბირთი გზად 2 ჯერ დაანგრია გუნდიც და ქომაგებიც დაშალა. დინამო თბილისზე ბოლოს ანშლაგი და სისტემატიური ქომაგობა 80იან წლებში იყო... ჩვენ კიდე ჭ კლასიდან საქომაგოდ დავდივართ როცა არც ფიფია იყო და არც ბერიძე ხსენებაში, რა რთულ პერიოდში როცა გუნდი არ გვყავდა მაშინაც კი ტრაქტორებოდან ვუყურებდით)))) ეხლა კიდე ინტერესი მოგვიკლეს ფედიჩკინზე უარესია ეგ...
გამოვა მალე ბერიძე და ფედიჩკინივით იტყვის გუნდების რაოდენობა გავზარდოთ რომ ბათუმი რო ე ლიგაში არაა ტეხავსო მალე მოვა ეგ დრო... წარმატებები დინამო თბილისს კარგი მწვრთნელი ყავს კლუბმაც ხასიათი აჩვენა და იმედია ფიფიაც ხდება რომ უკანასკნელ შანს ებღაუჭება და მჯერა ძაღლივით იბრძოლებს გუნდში პოზოტივოს მოსატანად და სიტუაციას დადებითად გარდასახავს... დინამოს გვერდი მოიწონეთ და ბოლომდე გამოხატეთ აზრი კრიტიკა და რეალური მიზეზები დადეთ კომენტარებში უყურადღებოდ არაფერი რჩება დაიჯერეთ....
შავი კაცი
04 დეკემბერი 2022 14:28
8
რაზეა საუბარი აბა რა აიაქსზე გრანდს იტყვი თუ ნიდერლანდებს დააყოლებ ვერცერთ პონტში ვერ უახლოვდება ტოპს
არადა რა ფეხბურთელებს აწვდიდა და აწვდის გრანდებს....
ფაქტია რომ დინამოს მყიდველიც არ ჩანს და ფიფიამ ამ დროში გამართული მენეჯმენტი ვერ ჩამოაყალიბა და არჩილ ბერიძეც იგივეს აკეთებს ბათუმში..რეალურად კლუბებში საფეხბურთო პოლიტიკა არ არსებობს,უცოდინარობის და არაპროფესიონალიზირებული კადრების გამო... თანამედროვე ფეხბურთში საჭიროა კლუბმა სწორი ფინანსური გათვლა გააკეთოს რომ შიდა სამზარეულო გამართოს,მოიყვანოს კარგი ფიზ მომზადების და საბავშვო მწვრთნელები, დაასაქმოს სკაუტები რომ დროულად ჩაანაცვლოს სარგებლიანად გაყიდული ფეხბურთელი, და რაც მთავარია გრძელ ვადიან კონტრაკტებზე უნდა იმუშავოს მენეჯმენტმა...
შავი კაცი
04 დეკემბერი 2022 16:21
0
მართალი ხარ,მეც ვფიქრობ რომ ვერანაერად ვერ შეაჩერებს ტალანტებს დინამოში.აიაქსიო რომ აღმერთებენ მათ სკოლას,იგივე არაა?ამდენი წელია ტკეპნის ერთ ადგილს და გრანდებს ვერ მიუახლოვდა..იქნებ ჯობდეს ფიფიამაც დაიკიდოს ეს აკადემია რა და ეგ თანხა რასაც ხარჯავს აკადემიისთვის,მოახმაროს ძირითად გუნდს.აკადემია ქართული ფეხბურთისთვის დიდ საქმეს აკეთებს მაგრამ დინამოსთვის არანაერი ღირებულება არ გააჩნია.
qomagi
04 დეკემბერი 2022 15:29
1
კარგი ტრანსფერი რომელია? ჩამოწერილი უკრაინელი და ბელარუსი ფეხბურთელების ჩამოყვანა?
თემო
04 დეკემბერი 2022 14:20
1
კარგია სულგული ყველი მაგრამ,ჩაისთან ცხიმ გამოღებულ აჩეჩილ ყველს ვყიდულობ იცი რატომ?
იმიტომ რომ იმ ყველს ჩაის ფერიც უნდა და ნატეხი პურიც ეს ხარჯი არაა? სულგული 25 ლარი ღირს აჩეჩილი 12-13 და სულ 25 ლარი მაქვს.. ეს არი ფიფიას პრობლემატიური საკითხი..ასე რომ დასკვნა და დიაგნოზი ამას არ ჭირდება რა პრობლემის წინაშე ვდგავართ კარგად ჩანს...
ერთი პრობლემა მეც მაქვს და ყველას აქვს ქართველებს სხვის ქონებას კარგად ვითვლით, და სხვის ხელში თოხი დრუჟბასავეთ მუშაობს პროსტო ხელში რო დავიჭერთ თვითონ მერე მძიმდება თოხის ტარი რააა))))
შავი კაცი
04 დეკემბერი 2022 14:50
6
აუუ დაიწყო ამან დაბოლება გულშემატკივრების კიდე, ბაქია პირველივე ეტაპზე ჩაისვრის მაგრად
juve
04 დეკემბერი 2022 14:13
1
ეს კიდე აქ არი?
რეზო
04 დეკემბერი 2022 14:13
1
ჯერ ტრანსფერების დაპირება, მერე მორიგი სირცხვილი და ნიავღვარის შემდეგ ისევ გაყიდვაზე ალაპარაკდება. მერე ისევ არავინ მყიდველი არ გამოჩდება და ასე უსასრულოდ ლაფში თრევა დინამოს სახელისა. კარუსელი.
G.LA
04 დეკემბერი 2022 13:52
1
კი აბა რა, როდის იყო ამ კაცს იმედები გაუცრუებია ჩვენთვის :დ
ლადო
04 დეკემბერი 2022 13:36
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული