"ნეაპოლში ყველაზე სათაყვანო ფეხბურთელია" - კავაზაშვილმა კვარაცხელიას კარგი თამაშის მიზეზი ახსნა

AutoSharing Option
საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა მეკარე ანზორ კავაზაშვილმა "ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესი შეაფასა და იტალიაში მისი პროფესიული ზრდის მიზეზი დაასახელა.

"შეხედეთ კვარაცხელიას. ის მშვენიერ იტალიურ კლუბში თამაშობს. და მერე როგორ თამაშობს? შესანიშნავად! რატომ? იმიტომ, რომ დიდებული პარტნიორები ჰყავს. ისინი ტექნიკურად და ტაქტიკურად ეხმარებიან, მის ჩინებულ ტექნიკურ უნარებს იყენებენ, რომელიც მოედანზე ვითარებას ხედავს.

მას თავისი ოსტატობის დამტკიცების საშუალებას აძლევენ. პირველივე მატჩიდან რატომ გახდა პუბლიკის საყვარელი მოთამაშე? მარადონას სახელობის სტადიონზე დღეს ყველაზე სათაყვანო ფეხბურთელია. როდესაც ხვიჩა რუსეთში თამაშობდა, მხოლოდ დარბოდა. მხოლოდ დროგამოშვებით
ჩანდა ხოლმე, როგორც საკმაოდ კარგი ფეხბურთელი, მაგრამ მაღალი დონისად არავინ არ მოიხსენიებდა, ხოლო იტალიაში მაღალი კლასისა გახდა", - ციტირებს კავაზაშვილს Metaratings.ru.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ანზორა რუსეთის გარეშე რა კომენტარს გააკეთებს. რუსეთში ხვიჩას პლიუსი იყო ლეონიდ სლუცკი და მისი შეგონებები. დანარჩენი ყველაფერი შრომის და ნიჭის შედეგია.
ეხლაც კარგ ადგილას არის და ვუსურვებ უფრო მეტ წარმატებებს!!!!!!!!!!!!
SSSSSS
16 დეკემბერი 2022 12:23
1
ნაკრებში თამაშის მერე შეამჩნიეს ხვიჩა, როცა ესპანეთს და საბერძნეთს მიყოლებით გაუტანა, მაშინ 19 ის იყო. მახსოვს ევროპულ პრესაში იწერებოდა ორი თამაშით ვარსკვლავი გახდაო. მანამდე მაკედონიას გაუტანა შეცვლაზე შემოსულმა ულამაზესი გოლი და ეგრევე დაიწყეს დაკვირვება. ნამეტანი ნუ ეგონებათ რუსებს, რომ ევროპულმა გრანდებმა ურალთან და გროზნოსთან თამაშების დროს შეამჩნიეს ხვიჩა.
ხვიჩამ რუსეთი გამოიყენა ფიზიკის გასაუმჯობესებლად და რა პრაქტიკაც იქ მიიღო თავის ქვეყანას მოახმარა ყველაფერი. შვედეთთან დუბლის მერე მთელს ევროპას საქართველო და მისი ვარსკვლავი ეკერა პირზე.
Skeleton
16 დეკემბერი 2022 11:26
0
სწორია ეს კაცი. ფეხბურთი გუნდური თამაშია, ამიტომ შენი გადაცემა თუ ვერავინ გამოიყენა, მაშინ შენც არ ჩანხარ. ასე იყო რუბინში, იქ არავინ ვარგოდა და მათ ფონზე რომ შესამჩნევი იქნები რა ბედენაა? დიდ გუნდში რომ შესამჩნევი ფიგურა ხარ ეს სულ სხვა სიმაღლეა.
ჟორა
16 დეკემბერი 2022 10:50
1
არ ვიცი ეს კაცი სწორია, თუ არა, აზრზე მოდის, თუ არა, მაგრამ მე მახსოვს რუბინში ხვიჩას ჰყავდა პარტნიორი დესპოტოვიჩი, რომელიც ხვიჩას ჩაწოდებებს და პასებს მშვენივრად ირგებდა და გაქონდა გოლები. ასე, რომ ხვიჩა რუბინშიც კარგი და დიდი ფეხბურთელი იყო და იმიტომ აღმოჩნდა იქ სადაც ეხლა თამაშობს. ბატონებო, პირველ კომენტარში დაშვებული შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით.
გიზოგ
16 დეკემბერი 2022 15:32
1
არ ვიცი ეს კაცი სწორია, თუ არ, აზრზე მოდის, თუ არა, მაგრამ მე მახსოვს რუბინში ხვიჩას ჰყავდა პარტნიორი დეპოტოვიჩი, რომელიც ხვიცას ჩაწოდებებს და პასებს მშვენივრად ირგებდა და გაქონდა გოლები. ასე, რომ ხვიჩა რუბინშიც კარგი და დიდი ფეხბურთელი იყო და იმიტომ აღმოჩნდა იქ სადაც ეხლა თამაშობს.
გიზოგ
16 დეკემბერი 2022 11:20
1
ეს მგონი ცოტა აზრზე მოდის DD მაგრამ მაიმც ატ...ბს P ანუ რუსეთში "ვერ თამაშობდა" და დიდი არაფერი არ იყო ? აბა მაგ რუსეთში ზედიზედ ორჯერ როგორ დაასახელეს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ? და ნაპოლიმ რატომ წაიყვანა ? PP
zura222
16 დეკემბერი 2022 07:25
3
რუსეთში ისე კარგად ვერ გამოზდიოდა რადგან გვერდით ტექნიკური და კარგი მოთამაშეები არ ყავდაო.მართალიც არის.როგორც კვარასი და ოსიმენის დუეტია შეთამაშებული,რუსეთში ვინ შეუწყობდა ხელს.
უცნობი
16 დეკემბერი 2022 10:45
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული