"ნეაპოლში ყველაზე სათაყვანო ფეხბურთელია" - კავაზაშვილმა კვარაცხელიას კარგი თამაშის მიზეზი ახსნა

AutoSharing Option
საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა მეკარე ანზორ კავაზაშვილმა "ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესი შეაფასა და იტალიაში მისი პროფესიული ზრდის მიზეზი დაასახელა.

"შეხედეთ კვარაცხელიას. ის მშვენიერ იტალიურ კლუბში თამაშობს. და მერე როგორ თამაშობს? შესანიშნავად! რატომ? იმიტომ, რომ დიდებული პარტნიორები ჰყავს. ისინი ტექნიკურად და ტაქტიკურად ეხმარებიან, მის ჩინებულ ტექნიკურ უნარებს იყენებენ, რომელიც მოედანზე ვითარებას ხედავს.

მას თავისი ოსტატობის დამტკიცების საშუალებას აძლევენ. პირველივე მატჩიდან რატომ გახდა პუბლიკის საყვარელი მოთამაშე? მარადონას სახელობის სტადიონზე დღეს ყველაზე სათაყვანო ფეხბურთელია. როდესაც ხვიჩა რუსეთში თამაშობდა, მხოლოდ დარბოდა. მხოლოდ დროგამოშვებით
ჩანდა ხოლმე, როგორც საკმაოდ კარგი ფეხბურთელი, მაგრამ მაღალი დონისად არავინ არ მოიხსენიებდა, ხოლო იტალიაში მაღალი კლასისა გახდა", - ციტირებს კავაზაშვილს Metaratings.ru.

მკითხველის კომენტარები / 17 /
სხვა რა ვთქვა მაგრამ ეს მართალი თქვა,ფაქტია რო შპალერი სლუცკიზე უკეთ იყენებს ხვიჩას.
რუბინში ხან იოვეტიჩს ვაგონებში პასების რო არ აძლევდა და მარტო დესპოტზე თამაშობდა ხან სხვებს რომ ვერ უწყობდნენ.
Levani
00:07 17-12-2022
4
კავაზაშვილი რუსია. ჰოდა, რუსის კვალობაზე არა უშავს.
გიორგი
20:12 16-12-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული