მატჩის დღე! კვარაცხელია "მარადონაზე" ბრუნდება - ხვიჩა ჩვეული ფორმისკენ!..

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" თურქული შეკრება დაასრულა და ზამთრის შესვენების ნაყოფიერად გამოყენებას საკუთარ "სტადიო მარადონაზე" გააგრძელებს. ლუჩანო სპალეტის გუნდი კარგ ფორმაშია, დღეს, 17 დეკემბერს, თბილისის დროით 23:30 საათზე კი ესპანურ "ვილიარეალს" დაუპირისპირდება.

Sportall.Ge

მთავარი პრობლემა, რაც ახლა ნეაპოლელებს აქვთ, ისაა, რომ ბოლო 5 შეხვედრიდან ოთხში კარი მშრალად ვერ შეინახეს. ამას თავისი ახსნა მოეძებნება - კოსოვოელი ცენტრალური მცველი ამირ რაჰმანი ტრავმირებული იყო და ის სწორედ ამ მატჩში უნდა დაბრუნდეს. "ნაპოლის" მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ფეხბურთელებიც აკლია, მათ შორის, სამხრეთკორეელი კიმი, რომლითაც არაერთი კლუბი ინტერესდება...

სპალეტის გუნდს
მთავარი იარაღი ჯერ კიდევ არ აუმოქმედებია - ტრავმის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია(რომლითაც "ნიუკასლი" დაინტერესდა) დაბრუნდა, თუმცა ფორმაში შესასვლელად დრო სჭირდება და განვლილი ორი შეხვედრა ამისთვის კარგად უნდა გამოეყენებინა.

Sportall.Ge

"ვილიარეალში" "ნაპოლის" 2 ექსფეხბურთელი გამოდის, მეკარე პეპე რეინა და მცველი რაულ ალბიოლი (რომელმაც კვარაცხელია შეაქო). ამ გუნდების დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო და დაძაბული გამოდის, ბევრი გოლი არ გადის. თუკი ნეაპოლელები იტალიის ჩემპიონატს ლიდერობენ და "მილანს" 8 ქულით აღემატებიან, მათი უახლოესი მოწინააღმდეგე იდეალურ ფორმაში სულაც არაა.

მოგეხსენებათ, წლის უკანასკნელ მატჩში ქართველი გარემარბის გუნდი ფრანგულ "ლილს" შეხვდება, ოფიციალური შეხვედრა კი 2023 წლის 4 იანვარს, მილანში "ინტერის" წინააღმდეგ ექნებათ. ნეაპოლელებმა ამ ქალაქსა და სტადიონზე უკვე გაიმარჯვეს, დაძაბულ ბრძოლაში "მილანს" (2:1) აჯობეს.

alt"ნაპოლი" წელს ფრანგებთან დაასრულებს - ხვიჩა ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება...

altხვიჩას "ნაპოლის" მე-3 მეტოქე ცნობილია - ესპანელებთან "სტადიო მარადონაზე"

მკითხველის კომენტარები / 21 /
დიდი წარმატებები ვუსურვოთ პირადად ხვიჩას და მთლიანად "ნაპოლის"!
მერაბი
12:09 16-12-2022
0
იმედია მსოფლიოს არგენტინა მოიგებს, სულ მარადონაზე სიმღერებია ჩართული არგენტინის თამაშებზე,ვინც აკვირდებით ისევე როგორც ნაპოლის თამაშებზე, აი ის ცნობილი სიმღერა.
არგენტინის ჩემპიონობა და დიეგოს სიმღერებზე აღნიშვნა სიმბოლური უნდა იყოს, რომ ზაფხულზე ნაპოლიმაც მოიგოს სკუდეტო.
ფანტაზიებში ვარ ნამეტანი გადავარდნილი, უბრალოდ უზომოდ მინდა პირველივე წელს კვარამ სკუდეტო მოიგოს. ეს ნამდვილი საოცრება იქნება, მარადონას მერე არგენტინას მსოფლიო მესიმ რომ მოაგებინოს და სკუდეტო ხვიჩამ.
არ დამცინოთ ხალხო, საკუთარ სურვილებს ვაჟღერებ.❤️
როგორც ხვიჩას ფანი, რა ბედნიერი ვიქნებოდი
Spain
13:27 16-12-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული