The Times: ინგლისური კლუბი მზადაა კვარაცხელიას ტრანსფერში 50 მილიონი გადაიხადოს

AutoSharing Option
დიდი ბრიტანეთის ყოველდღიური გაზეთი The Times-ი იტყობინება, რომ "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით "ნიუკასლი" დაინტერესდა და არა მარტო დაინტერესდა, არამედ მისი მფლობელები მზად არიან ტრანსფერში 50 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

გამოცემის მტკიცებით, ქართველს "კაჭკაჭების" წარმომადგენლები მსოფლიოს ჩემპიონატამდე აკვირდებოდნენ, ძალიან მოეწონათ და ზამთარში ან ზაფხულში მის შეძენას შეეცდებიან.

"ნიუკასლი" 2021 წელს საუდის არაბეთის სუვეენულმა ფონდმა 300 მილიონ ფუნტად იყიდა, გუნდი  პრემიერლიგაში ამჟამად მესამე ადგილზეა და კლუბის ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, დიდი მიზნები აქვთ დასახული.

ამ გუნდის ღირსებას სამი სეზონის განმავლობაში თემურ ქეცბაია იცავდა.

ადრე
კვარაცხელიას სამსახურით "ლიდსი" და "ტოტენჰემი" იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ "რუბინის" მიერ მოთხოვნილი თანხა, 20 მილიონი ევრო ეძვირათ, ახლა კი "ნიუკასლი" მზადაა თითქმის სამჯერ მეტი გადაიხადოს.

მკითხველის კომენტარები / 25 /
კარგი კომენტარებია. რასაკვირველია ადაპტაცია TOP5-ში აუცილებელია.
უკვე ბევრს მიაღწია ამ ასაკში თანაც სეზონის ბოლოს მეტსაც ველით.
ვაშა, ბარაქალა კვარაცხელია!!!!!!!!!!!!
გია
19:23 17-12-2022
0
ნიუკასლი მგონია რომ მალე ერთ ერთი გრანდი გახდება როგორც თავის დროზე ჩელსი ააღორძინეს მაგრამ ამ ეტაპზე მგონია არ ღირს ნაპოლიდან ნიუკასლში გადასვლა, თან მომავალში გაცილებით დიდ კლუბში შეუძლია წასვლა თუნდაც მადრიდის რეალში
pirlo
10:30 17-12-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული