სახლში, ამხანაგურ მატჩში "ლილთან" 1:4 დამარცხებისგან "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ტრაგედია არ შექმნა. ყოველ შემთხვევაში, ასე ილაპარაკა Sky Sport-თან.
მისი თქმით, ფიზიკური მომზადების გაუმჯობესება მართებთ, რადგან ფეხბურთელები მოედანზე სამუშაოს სანახევროდ ასრულებენ, რაც შედეგზე აისახება; კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გასახდელში მოღუშული მივიდა, თუმცა შემდეგ ყველას დამდეგი შობა მიულოცა.
სპალეტიმ აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ფორმის გასაუმჯობესებლად სათამაშო დროს აძლევს, სანიმუშო პროფესიონალია და უმატებს.
სპალეტიმ აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ფორმის გასაუმჯობესებლად სათამაშო დროს აძლევს, სანიმუშო პროფესიონალია და უმატებს.
სეზონი მესამე სიჩქარით უნდა დაიწყოს,ქულები. არ დაკარგოს (ბაიერნიც თამაშობს სტარტზე ხშირად ფრეებს) სეზონის შუისკენ უნდა მოიმატოს გუნდმა და ფინიშზე უნდა იყოს სრულ ფორმაში-ასეა იდეალური მომზადება.
მე ვგულისხმობ საერთოდ გუნდს-
ამას გარდა არსებობენ ოსტატები რომლებიც მატჩების ბედს წყვეტენ და ქულები მოაქვთ გუნდისთვის.
შეიძლება გუნდმა მანქანასავით არ იმუშავა მაგრამ თავდამსხმელმა 3 მომენტიდან 2 გამოიყენა,მეკარემ 3-4 მკვდარი ბურთი გამოაძრო და ასე გროვდება ქულები.
ქართველი გულშემატკივარი სამწუხაროდ ყველაფერს აცდენილია, ამიტომაც ვერ გამოაქვთ დასკვნები საერთოდ ვერაფრიდან.