კვარაცხელია: ჩემი თამაშის შესწავლა მეტოქეებს არაფერში გამოადგებათ

AutoSharing Option
ტელეკომპანია DAZN-მა "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიასთან ვრცელი ინტერვიუ ("მე ვირჩევ კვარადონას") მცირე ნაწყვეტით დააანონსა, რომელშიც ქართველი თავის სათამაშო მანერაზე საუბრობს:

"ჩემი დრიბლინგი? ეს ის არ არის, რასაც ვიდეოს ყურებით ისწავლი, ვერც ვარჯიშით. ყველას, ვინც ამის გაანალიზებას ცდილობს, ეს არასოდეს გამოადგება. აგიხსნით: ჩემს თავზე ბევრს ვმუშაობ, ყოველთვის ახალ სვლებსა და გადაწყვეტილებებს ვეძებ, რათა მეტოქეთათვის კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გავხდე".

ინტერვიუ ეთერში სრულად 28 დეკემბერს გავა".

მკითხველის კომენტარები / 7 /
სკუდეტო და ლიგაც!!!ღმერთო ამას მოგვასწარი!!წარმოდგენაც კი მიჭირს რამხელა სიხარული და სიყვარული გააერთიანებს მთელ ქვეყანას!!! ხვიჩა ღმერთი გფარავდეს ჯანმრთელობა არ მოგაკლოს ღმერთმა ეს რა შეძელი რა ბუნების და რა გულის კაცი ყოფილხარ,ემოციები აღარ მაძლევს საშუალებას დალაგებულად გამოვხატო რასაც ვგრძნობ მეც და მთელი ქვეყანა ,ერთია კარგი თამაში მაგრამ შენი საუბრები ქცევები ადამიანების უსაზღვრო სიყვარული მართლა გამაოგნებელიაა!!!ვენაცვალე შენს ლამაზ დზ ძალიან ღირსეულ ოჯახს ასეთი რომ გაიზარდე ძალიან გვიყვარხარ ძალიან!! წინ გამარჯვებისკენ!
ზაზა
28 დეკემბერი 2022 20:05
0
როგორ მინდა 4 ში ნაპოლის თამაშზე დასწრება !...
როგორ
27 დეკემბერი 2022 21:52
0
თამაშის შესწავლა ერთი და როგორ შეუშლი ხელს მეორე. ფეხბურთელი რომელსაც დრიბლინგით შეუძლია 2-3 მოთამაშის გაბითურება როგორც გინდა შეისწავლო ამას მაინც გააკეთებს. ერთ მოთამაშეზე 4-5 ფეხბურთელს ხომ ვერ მიმაგრებენ? აქამდეც ბევრი იძახდა მე შევაჩერებ ხვიჩასო და კი ვნახეთ როგორც შეაჩერეს.
G.LA
27 დეკემბერი 2022 20:45
0
ოპააა.. სერიოზული განაცხადიაა. სულმოუთქმელად ველით სეზონის გახსნას ხვიჩჩ
ilar10N YouTube
27 დეკემბერი 2022 16:44
0
მართალია. ხვიჩას და მესის თამაშის შესწავლა მეტოქეებს არაფერში გამოადგებათ.
ვინც რობოტივით არის დაპროგრამებული, ისეთი ფეხბურთელების შესწავლა შეიძლება.
ქ. გ.
27 დეკემბერი 2022 11:40
0
შარშანაც ზუსტად ასე იყო, შვედეთს დუბლი რომ გაუტანა და მშვენიერი სეზონი ჩაატარა, მერე პაუზამ მოუწია და ამხანაგურები რომ დაიწყო ზამთარში რუბინმა, იქ არ იყო კარგ ფორმაში. რამდენიმე თამაში უგოლოდ ჩაატარა და აყიყინდნენ ეგრევე

წეღან შემხვდა შარშანდელი სტატია, ვიღაც რუსი ჟურნალისტი რომ წერდა, ადრე რობენს ადარებდნენ, ახლა კი აღარავის აინტერესებსო. თურმე ამხანაგურებში რომ გოლი ვერ გაიტანა იმიტომ იყო ეგრევე ჩამოსაწერი.
ქართველებიც როგორ სამარცხვინოდ ეთანხმებოდნენ იმ პოსტში.
ჩამოწერა კი არა მაგის მერ ე დაიწყო ხვიჩას აღმასვლა.
თუმცა რას გააგებინებ ერთმანეთზე აყოლილ, მოკლე მეხსიერებიან მასას.
ახლაც იგივეს აკეთებენ.
.
27 დეკემბერი 2022 00:47
0
ყოჩაღ ხვიჩა! - ასე გააგრძელე! შედეგი სახეზეა და კიდევ უფრო გაძლიერდება!
ვაჟა მასწავლებელი
26 დეკემბერი 2022 23:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული