"ხვიჩა ყველაფერს თავად უმკლავდება, ძალიან კარგი ბიჭია" - სპალეტის პრესკონფერენცია "ინტერთან" მატჩის წინ

AutoSharing Option
ხვალ, 4 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე, სერია A-ს მე-16 ტურში "ნაპოლი" "ინტერს" ესტუმრება.

"პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ხვიჩა კვარცხელიას შესახებაც ისაუბრა.

"როგორ გამოიყურება გუნდი შესვენების შემდეგ? ეს პერიოდი მოსამზადებლად მაქსიმალურად კარგად გამოვიყენეთ. ყურადღებით უნდა ვითამაშოთ და ბევრი ვივარჯიშოთ. ჩვენი სურვილია გულშემატკივრები გავაბედნიეროთ, რადგან ნეაპოლელი ხალხი ამას იმსახურებს.

რაც შეეხება "კვარას" და ლობოტკას - მათ კარგად იმუშავეს, ორივე მოთამაშე თავს კარგად გრძნობს. "იუვე სტაბიასთან" მშვენივრად ითამაშეს. ხვიჩა ყველაფერს თავად უმკლავდება, ის ძალიან კარგი
ბიჭია. ხშირად ახერხებს, იყოს არაპროგნოზირებადი. ქართველი ჩვენი გუნდისთვის დამატებით ღირებულებას წარმოადგენს. ასეთ ფეხბურთელს მატჩის შედეგის გადაწყვეტა, ფაქტობრივად, არაფრისგან შეუძლია.

ზეწოლას არ ვგრძნობთ, ვიცით, მეტოქისთვის რისი შეთავაზება შეგვიძლია. ჩვენ საკუთარ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომელიც ქომაგებს ასე ძალიან მოსწონთ.

"ინტერი" მაღალი დონის ევროპული კლუბია. ტექნიკურ ხარისხთან ერთად, მათი ფიზიკური მომზადებაც უმაღლეს დონეზეა. მართალია, ბროზოვიჩი დააკლდებათ, თუმცა უამრავი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ.

ახლა სეზონის ყველაზე საინტერესო ფაზაში შევედით. ეს არა მხოლოდ გუნდის, არამედ მთელი ქალაქისთვის გამოწვევაა. მთავარია, თავისუფლად და ლაღად ვითამაშოთ", - განაცხადა სპალეტიმ.

altკვარაცხელია "ინტერის" წინააღმდეგ - ხვიჩა 2-თვიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება...

alt"კვარაცხელიას ისეთივე გავლენა აქვს, როგორც რონალდოს" - მორატიმ ხვიჩა ბრაზილიელს შეადარა და წარმატება უსურვა

altმანჩინი: ვინ მოიგებს სკუდეტოს? - "ნაპოლი" განსაკუთრებულ ფსიქოფიზიკურ მდგომარეობაშია

მკითხველის კომენტარები / 19 /
Shens gverdit vart xvicha
Fanklub Georgia
16:13 03-01-2023
3
ის ჰოლანდიელი მაგარი ყავთ ხვიჩას მხარეს ინტერს. აბა ხვიჩ შენ იცი, მაგის თავი უნდა მომიტანო (სპორტული გაგებით)
მეგრელი
20:45 03-01-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული