ახალ წელს ემილია-რომანიის რეგიონში ასაფეთქებლის გამო განგაში გამოცხადდა. მას იტალიელებმა "კვარა-ბომბი" უწოდეს. პოლიციამ ქალაქ ნეაპოლში 23 წლის მამაკაცი საახალწლო პიროტექნიკის ფლობისთვის დააკავა. მას 3.8 კილოგრამი ფეიერვერკიც აღმოაჩნდა. ახალგაზრდა მამაკაცი მას იარაღის მოწმობის გარეშე ფლობდა.
ადგილობრივი წესების მიხედვით, იტალიაში ასაფეთქებლების გამოყენება აკრძალულია.
შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლი" დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე, სერია A-ს მე-16 ტურში "ინტერს" ესტუმრება.