"ტაქტიკურად მოწესრიგებული და შრომისმოყვარე ფეხბურთელია" - ჯანფრანკო ძოლამ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
დღეს, 13 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე, სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალურ მატჩში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" ერთ-ერთ მთავარ კონკურენტსა და პრინციპულ მეტოქეს, "იუვენტუსს" მასპინძლობს.

La Gazzetta dello Sport-ი "ჩელსის" ლეგენდარულ ფეხბურთელს, ჯანფრანკო ძოლას გაესაუბრა. იტალიელს ჰკითხეს, წააგავს თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას არაპროგნოზირებადი ქმედებები კლასიკური 10 ნომრის თამაშს, რაზეც ლეგენდარულმა 56 წლის ვეტერანმა მოთამაშემ მიუგო:

"დღესდღეობით 10 ნომრები უმეტესად ფლანგიდან მოქმედებენ. ხვიჩა ძველებური გამთამაშებლების თვისებებს ფლობს. ქართველი ძალიან მომწონს, რადგან ტაქტიკურად მოწესრიგებული და შრომისმოყვარე ფეხბურთელია.

რით გამაოცა ყველაზე მეტად "ნაპოლიმ"? საკუთარ
ნახევარზე ბრწყინვალედ მოქმედებენ, ბურთს თითქმის არ კარგავენ. "პარტენოპეი" ესპანურ გუნდს ჰგავს. სპალეტის ძლიერი და ღრმა შემადგენლობა ჰყავს. დარწმუნებული ვარ, ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგისა და სერია A-ს მოგებისთვის იბრძოლებენ" - განაცხადა ძოლამ.

altმაურიციო სარის ასისტენტი "ჩელსიში" ჯანფრანკო ძოლა იქნება

alt"ხვიჩამ განსაკუთრებულად ამით გამაოცა" - ჯანფრანკო ძოლა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბაჯოს ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არ დარჩით ფეხბურთში როგორც სხვები კარიერის მერევო ? რომ ვუყურებ , ხალხი ვინც ფეხბურთის თამაში არ იცოდა , დღეს ექსპერტებად და ზოგიერთი მწვრთნელადაც მოგვევლინენ და არანაირი სურვილი არ მაქვს მათ შეაფასონ ჩემი გაკეთებული საქმევო . ორი უდიდესი ფეხბურთელი , ვუსურვებ კვარაც მათ დონეზე ასულიყოს და კიდევ უფრო ზემოთაც , სამეულისაკენ !
ATP 16
02:13 14-01-2023
0
ერთადერთი ხვიჩას რასაც ვუსურვებ ძლიერ ფსიქიკას და მაქსიმალურად კონცენტრირებული იყოს თავის საქმეზე. ჩვენ ᲐᲥ ᲛᲘᲚᲘᲝᲜ აზრს დავწერთ და ასევე ბევრი შეაქებს და შეიძლება ბევრმა გააკრიტიკოს, მაგრამ მან ის უნდა აკეთოს რის გამოც ამდენ ადამიანს თავი შეგვაყვარა.
მსოფლიო რომ დამთავრდა, ერთი პლუსი ის იყო რომ მალე ხვიჩას თამაშებს ვნახავდი!!! იმაზე დიდ საქმეს აკეთებს ვიდრე თვითონ შეიძლება წარმოიდგინოს!!!
ემიგრანტი იტალიიდან
23:07 13-01-2023
0

სიახლეები პოპულარული