ხვიჩა ბრწყინავს და გაიტანა - პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "იუვენტუსს" ამარცხებს [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლი“ პირველი ტაიმის შემდეგ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსს“ ამარცხებს - 2:1.

მასპინძლები თვიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კვარაცხელიამ აკრობატულ ნახტომში დაარტყა, მეკარემ გაჭირვებით მოიგერია, დამატებაზე კი ოსიმენმა ყველას დაასწრო და ნეაპოლელები დააწინაურა.

საპასუხო შეტევისას დი მარიამ ბურთი ძელს გაარტყა. ტემპი მაღალი იყო, თამაში სასიამოვნო საყურებელი, დაძაბული და 39-ე წუთზე ხვიჩამ ოსიმენის პასით შესნის კარი დალაშქრა და პირთამდე სავსე სტადიონი აღფრთოვანებაში მოიყვანა. 42-ე წუთზე დი მარიამ მაინც შეამცირა ანგარიში და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - იუვენტუსი
გოლები: 1:0 ოსიმენი (14), 2:0 კვარაცხელია (39), დი მარია (42)

მკითხველის კომენტარები / 9 /
ხვიჩა დიდი მადლობა ჩვენი გახარებისთვის კაი ხანია ესე არ გამხარებია
ზაზა
14 იანვარი 2023 01:47
0
დაგვიბრუნდა ჩინებული და საამაყო კვარა :) ყოჩაღ ძმაო საქართველოს გული შენთანაა❤️
gavasha
14 იანვარი 2023 00:44
0
ვერ ვმშვიდდები:))) ბრწყინავს და კაშკაშებს ჩვენი ვარსკვლავი!!! უფალი ფარავდეს!!!
გულშემატკივარი
14 იანვარი 2023 00:44
0
ვაიმე არ მჯერა, დაფრინავს, რეებს უკეთებს დაცვას. სასწაულ მატჩს ატარებს.
.
14 იანვარი 2023 01:18
0
აბა რა ჩქიმ ხვიჩინიო. ჩაგიტარათ ბოღმის ბუკეტებს მეგრულად იმ ორ თამაშში. დამთავრდა ამის ფეხბურთიო რო იძახდით
მიშა
14 იანვარი 2023 00:51
5
კვარაშოუუუუუუუუ !!!
ATP 16
14 იანვარი 2023 01:34
0
მთავარია მოიგონ ახლაააა
.
14 იანვარი 2023 00:48
0
5:1 Მადლობა ხვიჩა!!!
Ზაზა
14 იანვარი 2023 02:43
0
Jigari xar kvara
Kutaisi
14 იანვარი 2023 00:45
0

სიახლეები პოპულარული