სუპერსენსაცია - "ნაპოლი" თასიდან სერია A-ს აუტსაიდერმა გამოაგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასის 1/8-ფინალში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე სერია A-ს აუტსაიდერ „კრემონეზესთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა, რომელსაც ახლახან ბალარდინი ჩაუდგა სათავეში.

ამ შეხვედრაში გრიპის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ, სტუმართა განაცხადში კი ლუკა ლოჩოშვილი არ იყო. ნეაპოლში ქარიშხალი მძვინვარებდა და კინაღამ მატჩის გადადება მოუწიათ, რომელსაც ქალ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურა. „ნაპოლის“ მწვრთნელმა სპალეტიმ, „იუვენტუსთან“ შეხვედრისგან განსხვავებით, შემადგენლობა თითქმის შეცვალა, სასტარტოში მხოლოდ მეკარე მერეტი დააყენა, ხოლო სხვებს დასვენების საშუალება მისცა.

მოკლედ, სპალეტიმ მოედანზე უჩვეულო თერთმეტეული გაიყვანა, რომელიც უჩვეულო ფორმაში იყო, უპირატესობას
ფლობდა, თუმცა კონტრიერიშისას პიკელმა კრემონელები დააწინაურა. 33-ე წუთზე ნდომბელეს დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას ჟეზუსმა დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა. ცოტა ხანში სიმეონემ თავურით დალაშქრა კარნეზეკის კარი. მან მიმდინარე სეზონში მეშვიდე გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში სპალეტიმ შეცვლაზე პოლიტანო, ანგისა, ლობოტკა, მინ ჯე და ზელინსკი შეუშვა. ნეაპოლელები ბევრს უტევდნენ, უმეტესად უხიფათოდ და გოლი საკუთარ კარში მიიღეს - 87-ე წუთზე აფენა-გიანიმ ანგარიში გაათანაბრა და ძირითადი დრო 2:2 დასრულდა.

ექსტრა-ტაიმში მსაჯმა "კრემონეზეს" მცველ სერნიკოლას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა. სპალეტიმ მაშინვე ნდომბელე ოსიმენით შეცვალა. ნეაპოლელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილ მეტოქესთან შტურმზე გადავიდნენ. ოსიმენს გატანა მეკარემ არ დაანება, სიმეონემ ბურთი ძელს გაარტყა. შემდეგ მომენტები სიმეონემ, ანგისამ და ოსიმენმა ვერ გამოიყენეს. მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, კოკისპირული წვიმა წამოვიდა, მეტი გოლი არ გავიდა, 2:2, პენალტების სერიაში კი სტუმრებმა იმარჯვეს და მეოთხედფინალში "რომას" შეხვდებიან.

შემდეგ მატჩს „ნაპოლი“ 21 იანვარს ჩემპიონატზე ჩაატარებს - გასვლაზე „სალერნიტანასთან“.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - კრემონეზე 2:2 (პენ 4:5)
გოლები: 0:1 პიკელი (18), 1:1 ჟეზუსი (33), 2:1 სიმეონე (36), 2:2 აფენა-გიანი (87)
გაძევება: სერნიკოლა (97)

მკითხველის კომენტარები / 19 /
ეტყობა სპალეტი ბოლომდე ვერ გაერკვა სჭირდებოდა თასზე თამაში და ბრძოლა თუ არა ? თუ არ სჭირდებოდა და მეორე გუნდით გადაწყვიტა თამაში მაშინ იმავე მეორეთი უნდა დაემთავრებინა და თუ სჭირდებოდა თავიდანვე ძირითადი უნდა დაეყენებინა და წყნარად მოეგო თამაში ძირითადში ! ღირდა კიი 120 წუთი თავისშეკლვლა და დაღლა ? როცა 3 დღეში ისეთ გუნდთან თამაშობს ძალიან მაგარი ფიზმომზადებით რომ გამოირჩევა და სტუმრად ლაციოს 3-1 რომ მოუგო და უივესთან ასევე სტუმრად მოგება რომ წაართვეს მსაჯებმა და მოლო წუთზე პენალი რომ აჩუქეს იუვეს !
zura222
04:19 18-01-2023
5
საერთოდ ეს შიდა ჩემპიონატების თასი არავის არ უნდა და რატომ ატარებენ ამას. ისედაც გადატვირთული არიან ფეხბურთელები. იტალია კიდევ არაუშავს ინგლისში სამნაირი თასია. გასაუქმებელია მოკლედ.
დავით 67
04:12 18-01-2023
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული