არის თუ არა კრახი "ნაპოლის" მარცხი, რას შეცვლიდა "კვარა" და რა პრობლემები გამოიკვეთა?

AutoSharing Option
თანამედროვე ფეხბურთში როტაციის გარეშე რთულია - კალენდარი გადატვირთულია, ყველა ტურნირი კი ამა თუ იმ გუნდისთვის ერთნაირად პრიორიტეტული არაა. ასეთ დროს მთავარი სწორი ბალანსის დაცვაა, რათა შედეგიც მიღწეული იყოს.

Sportall.Ge

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გადაწყვიტა, იტალიის თასის მერვედფინალში ჩემპიონატის აუტსაიდერ "კრემონეზესთან", წინა მატჩისგან განსხვავებით, ბევრი ახალი ფეხბურთელი გამოეყვანა. ყველაფერ ამას შედეგი არ მოჰყოლია - შეხვედრის გადასარჩენად ლიდერები მაინც ჩაერთნენ, ცუდ ამინდში საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, გუნდის ფსიქოლოგიური განწყობა კი ცოტათი გაფუჭდა, განსაკუთრებით, სტანისლავ ლობოტკას, რომელმაც პენალტი კარს ააცილა. გარდა ამისა, გარკვეული
პრობლემები, რაც შესვენებამდე არ ყოფილა, ბოლო დროს ხელისგულზე ჩანს.

Sportall.Ge

ახლა ნეაპოლელთა მთავარი გამოწვევა მაინც დაცვის ცენტრია, რომელსაც შეცდომები პირველ ტაიმშიც ჰქონდა და კიმ მინ ჯეს შემოსვლის შემდეგაც. პოლონელმა ახალწვეულმა ბერეზინსკიმ დასვენების საშუალება მარჯვენაფლანგელ ჯოვანი დი ლორენცოს მისცა. კაპიტანი ამ გუნდში შეუცვლელია.

როტაციის დროს მოთამაშეები ცდილობენ, საკუთარ შანსს კარგად ჩაეჭიდონ და ამ მხრივ ჯოვანი სიმეონემ იდეალურად იმოქმედა, გოლი გაიტანა. რაც შეეხება ჯაკომო რასპადორის, ის ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე უფრო პროდუქტიული იყო. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მინდვრის ცენტრში სათანადო ალტერნატივა არ არსებობს.

Sportall.Ge

ვიქტორ ოსიმენი შეხვედრაში გვიან, დამატებით ტაიმებში ჩაერთო. ლუჩანო სპალეტი მაქსიმალურად ეცადა, ნიგერიელისთვის დასვენების საშუალება მიეცა, თუმცა ეს მაინც არ გამოვიდა. იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი, ტრადიციულად, ძალიან მონდომებული იყო და თამაშში მთელი ენერგიით შევიდა. რა თქმა უნდა, ასეთ დროს, როცა მატჩი მოსაგები იყო, მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიასაც ვნახავდით, რომელიც სისხარტესა და არაორდინარულობას შემოიტანდა. ჩვენებური თავს უკვე კარგად გრძნობს (გაციებული იყო) და მოუთმენლად ველოდებით სერია "ა"-ს შემდეგ ტურს, როცა ქართულ-ნიგერიული დუეტი კვლავ აბობოქრდება.

სპალეტის გუნდი "კოპა იტალიაზე" გამოსვლას ზედიზედ მეორედ მერვედფინალში ასრულებს. რა თქმა უნდა, ჩემპიონატში ამხელა უპირატესობისა და ჩემპიონთა ლიგაზე დამაჯერებლად გამოსვლის შემდეგ რთულია თასიდან გამოვარდნას კრახი უწოდო, თუმცა ისეთ სუსტ გუნდთან, როგორიც "კრემონეზეა", ყველაფრის გათვალისწინებით, გუნდს მაინც მეტი მოეთხოვებოდა. "ნაპოლის" რაც შეიძლება დიდხანს თუ ექნებოდა სამივე ტურნირზე გამარჯვების შანსი, თითოეულ ფეხბურთელს ეს დამატებით პოზიტიურ განწყობას შეუქმნიდა, როტაციის მეშვეობით კი ზოგიერთი მოთამაშე, რომელსაც მცირე დრო ეძლევა, თუნდაც ჯოვანი სიმეონე, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გაიუმჯობესებდა, რაც ამხელა მიზნებისვის, რასაც მონატრებული სკუდეტოს მოპოვება ჰქვია, უმნიშვნელო სულაც არაა.

9-ქულიანი ჰანდიკაპით ჩემპიონატის ლიდერი "ნაპოლი" სერია "ა"-ს პირველ წრეს 21 იანვარს (21:00 სთ), სტუმრად "სალერნიტანასთან" დაასრულებს.

altსუპერსენსაცია - "ნაპოლი" თასიდან სერია A-ს აუტსაიდერმა გამოაგდო

მკითხველის კომენტარები / 25 /
ევროპა სპალეტის, ოსიმენს და სხვებს აღიარებს, როგორც უმაღლესი რანგის პროფესიონალებს. კვარა ტალანტია, მაგრამ სხვები არ უნდა დააკნინო.
სიმართლეს
18 იანვარი 2023 13:09
5
კრემონეზეზე რატომ არავინ საუბრობს? ლოჩოშვილის გუნდის წარმატება გამიხარდა. მნიშვნელოვანი თამაში მოიგეს და ფსიქოლოგიურად უფრო გაძლიერდებიან მნიშვნელოვანი თამაშები აქვთ სერია აში დასარჩენად. ნაპოლისთვის თასი პრიორიტეტი არ იყო და გადატვირთულ გრაფიკში თავისუფალი დრო გამოუჩნდათ
Haaland
18 იანვარი 2023 14:07
2
მეც გამეხარდა, რაღა დაგიმალოთ. იქნებ გატეხონ ნავსი და დაიწყონ თამაშების მოგება, რომ ლიგაში დარჩნენ.
ivan
18 იანვარი 2023 14:36
2
გაირკვა, რომ ნაპოლის ორი ისეთი შემადგენლობა არ ჰყავს, რომ სამ ფრონტზე ერთნაირი წარმატებით იბრძოლოს. ამიტომ აქედან უფრო პრესტიჟული, ქვეყნის ჩემპიონობა და ევროპალიგაა, ანუ საჭიროა გუნდი ამ ორ მთავარ მიმართულებაზე კონცერტრირდეს. ხომ არ დაგავიწყდათ, რომ გუშინ ნაპოლი საშუალო დონის გუნდი იყო? დღეს კი სამი კურდღლის მადევრად გინდათ აქციოთ? არ გამოვა ეს.
ჟორა გაბრიჭიძე
18 იანვარი 2023 12:57
3
რა კამათი მიდის კომენტარებში ვერ ვხვდები, ძალიან კარგი სტატიაა, ასე იტალიელები ვერ და არ იმსჯელებენ, მართლაც დიდია კვარას როლი და კონკრეტული სისუსტეებია ძალიან კარგად განხილული
რომაელი
18 იანვარი 2023 14:11
2
კარგიც არის, მთელ ყურადღებას ჩემპიონატზე გადაიტანენ. ვეთანხმები ავტორს, დაცვის ცენტრი მოისუსტებს.
ზაქრო
18 იანვარი 2023 12:08
1
წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს!!! ამ წაგებაზე კი, ნეაპოლში იდარდონ...
tngh
18 იანვარი 2023 16:41
4
კვარას გარეშე ნაპოლი კიდე ბევრჯერ წააგებს. სოფლის გუნდია. ატალანტას პონტი 2019 წლის. იუვენტუსთან საერთოდ მოიგებდნენ თუ ვერა კვარას გარეშე საკითხავია ასევე ლივერპულთანაც 4-1. ფრეები შეიძლება კიდე გაეგორებინათ. ბიჭმა 5 გოლიდან 4 მონაწილეობა მიიღო, თან ისეთ გოლებში ხელაღებით იტყვი არ გავიდოდა ესეთი გოლები რო არა კვარა. ასევე ლივერპულთანაც. რახამ ქართველია მაგიტო არ ვამბობ. არაფრიდან გოლებს ქმნის. კვარა-იუვენტუსი 5-1. კვარა- ლივერპული 4-1.
სიმართლე
18 იანვარი 2023 12:49
21
სერია და ლიგა აქვთ, თასი ზედმეტი იყო ამ სეზონში, სპალეტისაც შეეძლო არ გამოყევანა ძირითადის ფეხბურთელები, მაგრამ სხვა არავინ ყავდა განახადში და მასაჯისტებს ხო არ შეუშვებდა )
dato
18 იანვარი 2023 12:35
2
რეალურად ყველაზე ცუდი ფლანგები იყვნენ, დი ლორენცოს არყოფნა აღმოჩნდა დიდი დანაკლისი, ფაქტიურად ვერ ჩანაცვლდა იმ ახალწვეული ბერეზინსკით, ხვიჩას ფლანგი თამაშის მეორე ნახევარში საერთოდ მოკვდა.. მოკლედ ჭკუას ისწავლიან, ჩემპიონატში ჩავარდნა უკვე სრული კატასტროფა იქნება
papai
18 იანვარი 2023 11:30
2
ბერეზინსკი ახალი მისულია და პარტნიორებთან ურთიერთგაგების შესაქმნელად,2-3 თამაში მაინც დასჭირდება.მთლიანი გუნდიც,პრაქტიკულად პირველად თამაშობდა ამ შემადგენლობით და რა თქმა უნდა ესეც უარყოფითად მოქმედებდა, გუნდურ თამაშზე.ნაპოლისთვის ლიგაზე და სკუდეტოზე ბრძოლაც დიდი დატვირთვაა და თასზე,მეორე ეშელონის ბიჭებს მისცეს სათამაშო პრაქტიკის მიღების შესაძლებლობა.წააგეს,მაგრამ არც მაგაზე მოიკლავენ თავებს.ჩემპიონთა ლიგის განახლებამდე,შეეცდებიან ჩემპიონატში მაქსიმალური ჰანდიკაპი შეიქმნან და მერე ლიგაზე, სრული კონცენტრაცია მოახდინონ.იმედია ძალები ეყოფათ.ჩემპიონატში მისი მეტოქეებიც ხომ აგრძელებენ ევროთასებზე გამოსვლას და ქულებს ისინიც დაკარგავენ.
სოსო
19 იანვარი 2023 13:07
0
კრახია. ნაპოლი ხვიჩას გარეშე ერთი ჩვეულებრივი გუნდია, რომელსაც მარტო ოსიმენი ვერ უშველის. აი ხვიჩა კი თითქმის ყოველთვის გადაარჩენს. მეტი თავისუპლება ხვიჩას. სპალეტი ნოლია. არაა ხვიჩას საქმე დაცვაში სირბილი!
ფეხბურთის კარუზო
18 იანვარი 2023 11:22
26
Spaleti nolia da shen magari eksperti xar divanze wamogorebuli :))()
L.J .
18 იანვარი 2023 13:26
19

სიახლეები პოპულარული