არის თუ არა კრახი "ნაპოლის" მარცხი, რას შეცვლიდა "კვარა" და რა პრობლემები გამოიკვეთა?

AutoSharing Option
თანამედროვე ფეხბურთში როტაციის გარეშე რთულია - კალენდარი გადატვირთულია, ყველა ტურნირი კი ამა თუ იმ გუნდისთვის ერთნაირად პრიორიტეტული არაა. ასეთ დროს მთავარი სწორი ბალანსის დაცვაა, რათა შედეგიც მიღწეული იყოს.

Sportall.Ge

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გადაწყვიტა, იტალიის თასის მერვედფინალში ჩემპიონატის აუტსაიდერ "კრემონეზესთან", წინა მატჩისგან განსხვავებით, ბევრი ახალი ფეხბურთელი გამოეყვანა. ყველაფერ ამას შედეგი არ მოჰყოლია - შეხვედრის გადასარჩენად ლიდერები მაინც ჩაერთნენ, ცუდ ამინდში საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, გუნდის ფსიქოლოგიური განწყობა კი ცოტათი გაფუჭდა, განსაკუთრებით, სტანისლავ ლობოტკას, რომელმაც პენალტი კარს ააცილა. გარდა ამისა, გარკვეული
პრობლემები, რაც შესვენებამდე არ ყოფილა, ბოლო დროს ხელისგულზე ჩანს.

Sportall.Ge

ახლა ნეაპოლელთა მთავარი გამოწვევა მაინც დაცვის ცენტრია, რომელსაც შეცდომები პირველ ტაიმშიც ჰქონდა და კიმ მინ ჯეს შემოსვლის შემდეგაც. პოლონელმა ახალწვეულმა ბერეზინსკიმ დასვენების საშუალება მარჯვენაფლანგელ ჯოვანი დი ლორენცოს მისცა. კაპიტანი ამ გუნდში შეუცვლელია.

როტაციის დროს მოთამაშეები ცდილობენ, საკუთარ შანსს კარგად ჩაეჭიდონ და ამ მხრივ ჯოვანი სიმეონემ იდეალურად იმოქმედა, გოლი გაიტანა. რაც შეეხება ჯაკომო რასპადორის, ის ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე უფრო პროდუქტიული იყო. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მინდვრის ცენტრში სათანადო ალტერნატივა არ არსებობს.

Sportall.Ge

ვიქტორ ოსიმენი შეხვედრაში გვიან, დამატებით ტაიმებში ჩაერთო. ლუჩანო სპალეტი მაქსიმალურად ეცადა, ნიგერიელისთვის დასვენების საშუალება მიეცა, თუმცა ეს მაინც არ გამოვიდა. იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი, ტრადიციულად, ძალიან მონდომებული იყო და თამაშში მთელი ენერგიით შევიდა. რა თქმა უნდა, ასეთ დროს, როცა მატჩი მოსაგები იყო, მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიასაც ვნახავდით, რომელიც სისხარტესა და არაორდინარულობას შემოიტანდა. ჩვენებური თავს უკვე კარგად გრძნობს (გაციებული იყო) და მოუთმენლად ველოდებით სერია "ა"-ს შემდეგ ტურს, როცა ქართულ-ნიგერიული დუეტი კვლავ აბობოქრდება.

სპალეტის გუნდი "კოპა იტალიაზე" გამოსვლას ზედიზედ მეორედ მერვედფინალში ასრულებს. რა თქმა უნდა, ჩემპიონატში ამხელა უპირატესობისა და ჩემპიონთა ლიგაზე დამაჯერებლად გამოსვლის შემდეგ რთულია თასიდან გამოვარდნას კრახი უწოდო, თუმცა ისეთ სუსტ გუნდთან, როგორიც "კრემონეზეა", ყველაფრის გათვალისწინებით, გუნდს მაინც მეტი მოეთხოვებოდა. "ნაპოლის" რაც შეიძლება დიდხანს თუ ექნებოდა სამივე ტურნირზე გამარჯვების შანსი, თითოეულ ფეხბურთელს ეს დამატებით პოზიტიურ განწყობას შეუქმნიდა, როტაციის მეშვეობით კი ზოგიერთი მოთამაშე, რომელსაც მცირე დრო ეძლევა, თუნდაც ჯოვანი სიმეონე, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გაიუმჯობესებდა, რაც ამხელა მიზნებისვის, რასაც მონატრებული სკუდეტოს მოპოვება ჰქვია, უმნიშვნელო სულაც არაა.

9-ქულიანი ჰანდიკაპით ჩემპიონატის ლიდერი "ნაპოლი" სერია "ა"-ს პირველ წრეს 21 იანვარს (21:00 სთ), სტუმრად "სალერნიტანასთან" დაასრულებს.

altსუპერსენსაცია - "ნაპოლი" თასიდან სერია A-ს აუტსაიდერმა გამოაგდო

მკითხველის კომენტარები / 25 /
კრახი არა კვახი! ძაან სწორად მოიქცა სპალეტი ახალგაზრდები რომ შეუშვა სასტარტოში. არც ოსიმენი უნდა შემოეყვანა ჩემი აზრით და არც ელმასი, სასტარტო სასტავისთვის უნდა ეცლია ბოლომდე თამაში. იმედია გახსოვთ გაშვებული გოლის მერე რა შტურმი მოუწყვეს კრემონელებს. იმავეს გააკეთებდნენ დამატებითშიც და ვფიქრობ პენალტების სრიამდე არ მიუშვებდნენ საქმეს. თუმცა ტრაგედია არც ამ თამაშის წაგებით მომხდარა და ამის დასტური იყო იუვესთვის ბურთის დამალვა. მე ის უფრო მადარდებს, ხვიჩას რომ ვერ ვიხილავ მინდორზე! ჯანმრთელობას ვუსურვებ და რიმლიანების ტურინელთა გზაზე დაყენებას!:)
Guriec
16:31 21-01-2023
0
სწორი ანალიზია, მაგრამ სიმეონესაც და სხვებსაც, სათადარიგოებიდან, გაეუმჯობესებინათ თავიანთი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ვინ დაუშალათ? მაგიტომ ათამაშეს... მაგრამ წააგეს! სამწუხაროა.
კირკიტა
16:46 19-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული