ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კვარაცხელიას "სალერნიტანასთან" თამაში საეჭვოა - იტალიური მედიის ინფორმაცია

AutoSharing Option
21 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე, სერია A-ს მე-19 ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "სალერნიტანას" ესტუმრება.

Il Mattino-ს ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაში "პარტენოპეის" ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მონაწილეობა საეჭვოა.

"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კვლავ გაციებულია, რის გამოც დიდი შანსია, "სალერნიტანასთან" მატჩი გამოტოვოს. ამ შემთხვევაში ლუჩანო სპალეტი თამაშის შანსს ელიფ ელმასს მისცემს. ჩრდილომაკედონიელი შესანიშნავ ფორმაშია და მწვრთნელისგან დიდ სათამაშო დროსაც იღებს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონატს 47 ქულით ლიდერობს, უახლოეს მდევარ "მილანს" კი 9 ქულით უსწრებს.

altLa Gazzetta dello Sport: KK77-ის ფანტაზია

და "ნაპოლი" ისტორიული რეკორდის მიჯნაზე

altხვიჩას "სიტიში" შესაძლო ტრანსფერზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მიზნებსა და ნეაპოლში ჩასულ ქართველ გულშემატკივრებზე ფეხბურთელის აგენტმა ისაუბრა

ასევე დაგაინტერესებთ