La Gazzetta dello Sport: KK77-ის ფანტაზია და "ნაპოლი" ისტორიული რეკორდის მიჯნაზე

AutoSharing Option
"ნაპოლის" საიტი იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელია ტრენაჟორებზე დაიტვირთა და იმედია, ის სერია A-ს მომავალ ტურში "სალერნიტანასთან" თამაშს შეძლებს.

"გაძეტა დელო სპორტმა" დღეს ნეაპოლურ გუნდზე წერილი გამოაქვეყნა და აქცენტი ქართველის მდგომარეობაზე გააკეთა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ "ნაპოლის" შეუძლია პირველი წრე 50 ქულით დაასრულოს, რაც ამ კლუბის ისტორიაში პირველად მოხდება, თანაც გამარჯვება მნიშვნელოვანია თასზე "კრემონეზესთან" მწარე მარცხის შემდეგ; კვარაცხელიამ ტრენაჟორებზე ივარჯიშა, შაბათს მისი თამაში შესაძლებელია და ეს ნეაპოლელთათვის კარგი ამბავია.

"KK77-ის ფანტაზია "ნაპოლის" ერთ-ერთი მამოძრავებელი ფაქტორი იყო. შემდეგ სამ ვარჯიშზე სპალეტის უკეთ ეცოდინება,
ვისი იმედი უნდა ჰქონდეს "სალერნიტანასთან", რათა პრესტიჟულ მიზანს მიაღწიონ: პირველი წრე 50 ქულით დაასრულონ. ასეთი რამ კლუბის თითქმის ასწლოვან ისტორიაში არასოდეს არ მომხდარა. ვინც ეს შეძლო (რამდენჯერმე "იუვენტუსმა" და "ინტერმა"), საბოლოო ჯამში ჩემპიონის ტიტული მოიგო. ამას ნეაპოლში მთელი 33 წელია ელიან. ამჯერად ამისი სჯერათ და "კრემონეზეს" პატივისცემის მიუხედავად, ამ გუნდთან წაგება ქალაქში განწყობას ვერ შეცვლის".

altსპალეტიმ "კრემონეზესთან" მარცხის მიზეზები განმარტა

altხვიჩას "სიტიში" შესაძლო ტრანსფერზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მიზნებზე და ნეაპოლში ჩასულ ქართველ გულშემატკივრებზე ფეხბურთელის აგენტმა ისაუბრა

alt"მანჩესტერ სიტის" ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს

alt"ნაპოლი" და "ფიორენტინა" მეკარეებს ცვლიან

alt"კვარაცხელია, კვარაცხელია!" - სრული სიგიჟე... როგორ აღნიშნავს ხვიჩას ფორმაში გამოწყობილი "ნაპოლის" იტალიელი ფანი "იუვენტუსის" დამარცხებას [VIDEO]

altარის თუ არა კრახი "ნაპოლის" მარცხი, რას შეცვლიდა "კვარა" და რა პრობლემები გამოიკვეთა?

მკითხველის კომენტარები / 2 /
წყალტუბოს "სამგურალმა" ბრაზილიელი მცველი ლუიზ ფერნანდო ბული დაიმატა. 22 წლის ბული მარცხენა მცველია. ბოლოს ის რიო დე ჟანეიროს "ბოავიშტაში" თამაშობდა.
jorj
16:02 19-01-2023
6
ხვიჩა შვილო მიდი კიდევ მეტად მიაწექი შენ ყველაფერი შეგიძლია ვერავინ შეგაჩერებს ვერავინ ხომ გესმის!გაზაფხული უცებ გაირბენს ზაფხულში კი ყველა ვიზეიმებთ და ცოტას ამოვისუნთქავთ!!!
ზაზა
12:00 19-01-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული