ხვიჩა კვარაცხელია "სალერნიტანასთან" მატჩს გამოტოვებს

AutoSharing Option
სერია A-ს მე-19 ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "სალერნიტანას" ესტუმრება, გაციების გამო ხვიჩა კვარაცხელია აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ამის შესახებ ლუჩანო სპალეტიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ხვიჩა სალერნოში ჩვენთან ერთად არ წამოვა. ქართველი უკეთაა, თუმცა ექიმების რეკომენდაციების გამო სახლში დარჩება" - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "სალერნიტანას" მატჩი ხვალ, 21 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

altხვიჩა არ იქნება, ელმასი კვარაცხელიას შესაცვლელად მზადაა - 1-ელი წრე სრულდება

altოსიმენი: კვარაცხელია ფუნდამენტურია, სპალეტი - შთაგონების წყარო, მიზანი კი მხოლოდ სკუდეტო არაა

მკითხველის კომენტარები / 20 /
ჩვენ მუდამ გვწყურია მისი თამაშის ხილვა,მაგრამ რას იზამ...გამოჯანმრთელება და ბრწყინვალე თამაშით მალე დაბრუნება ვუსურვოთ ხვიჩას!
მერაბი
20 იანვარი 2023 16:13
0
კაი რა ხვიჩ. მთელი კვირა შენ გელოდები ტო. გარეთ რო გახვალ თბილად ჩაიცვი და ქუდი დაიხურე თორე გავგიჟდებით და გადავირევით ამოდენა მასა )))
მეგრელი
20 იანვარი 2023 16:01
2
სიცხიანი ვერ ითამაშებს. შეთქმულების თეორიებს ნუ მოძებნით ამაშიც.
ადამიანია და ადამიანები ზოგჯერ ავად ვხდებით!
!!
20 იანვარი 2023 16:56
0
ჯერ ეგ ერთი, სიცხე რომ აღარ აქვს არ ნიშნავს , რომ სრულად გამოჯანმრთელდა, განსაკუთრებით თუ ვირუსი ქონდა. ფრთხილად თუ არ ხარ შეიძლება შეგაბრუნოს, რა საკუთარ თავზე არ გამოგიცდიათ?
გასაგებია, რომ ხვიჩას თამაშის ყურება გვინდა ყველას, მაგრამ ჩვენს სურვილებზე მაღლა მისი ჯანმრთელობაა და ეს ყველას უნდა ესმოდეს.
არტ
21 იანვარი 2023 00:07
0
ვაცადოთ თვითონ უკეთ იციან რა უნდა გააკეთონ. ბოლო ბოლო ელმასიც კარგი ფეხბურთელია და სულ სათადარიგოზე ყოფნა გააფუჭებს. სხვა ფლანგზე ელმასი ვერ თამაშობს. ხვიჩასთვის ზედმეტი პრობლემების შექმნა ეხლა არაა საჭირო, თუ გაციებულია ჯობია გამოკეთდეს და ბოლომდე გაიხსნას როცა ფორმაში კარგად შევა.
გიორგი
20 იანვარი 2023 22:47
0
თასზე თამაშყს წინ ხომ თქვა ჯუღელმა აბსოლუტურად ჯანმრთელია და ჩვეულებრივ ვარჯიშობსო? რატომ უნდა დავუჯეროთ სპალეტის?
გრიშა სიცხიანი
20 იანვარი 2023 19:52
5
როცა ერთი კვირა მთელი საქართველო და ნეაპოლი სულმოუთქმენლად ვემზადებით მისი თამაშით დასატკბობად და ის კი ვერ ითამაშებს.ეს უსამართლობაა.
ამაშია საქმე
20 იანვარი 2023 17:18
9
ყველას ფეხებზე ჰკიდია რეალურად მისი ჯანმრთელობა. მხოლოდ სიამოვნების მომნიჭებელ ობიექტად აღიქვამენ.ამას არც გულშემატკივრობა ჰქვია და არც ადამიანობა. ვიღაცამ 5 ლარი დადო მის გოლზე და ვერ მოიგებს, ვიღაცას მისი თამაშის ნახვა უნდა უბრალოდ...და მზად არიან ამისთვის ადამიანი ლანძღონ.
იქეთ იტალიელებმაც დაწერეს, სულ რაღაც როგორ ჭირსო, ამდენი ხანი მის თამაშს ველოდებითო.
ყველა მაქსიმალურად ცდილობს მის გამოწურვას. პრობლემა თუ აქვს არც იჯერებენ და არც იღებენ.
საკუთარ თავებზე წარმოიდგინეთ აბა, მაღალ სიცხეზე სრული დატვირთვით ვარჯიში და მერე თამაში :)
თუმცა რას ვხსნი.
Spain
20 იანვარი 2023 20:15
1
…რა ეგოიზმია???!!!კაცი ავად არის და უნდა დაეცეს მოედანზე???!!! რომელ ტკბობაზეა ლაპარაკი???!!!
დათო
20 იანვარი 2023 18:38
0
ყველა გამოხმაურება
არ უნდა სპალეეტის ხვიჩას ბობარდირობა, იცის რომ სუსტ გუნდებს ბევრს გაუტანს და არ აწყობს მაგის ლიდერობა გუნდში. მერე მართლაც მესივით ხელშეუხებელი გახდება. გამოიყცანს რონასთან და ვერ გაიტანს ბევრს.
ბომბარდირი
20 იანვარი 2023 19:59
29
მართალი ხარ ძმაო. და სპალეტის ამ შეთქმულებაში მასონები უჭერენ მხარს ))))
მეგრელი
20 იანვარი 2023 20:36
0
მომაწევიე მეც ძმურად.
ჯოკერი
20 იანვარი 2023 22:44
0
ყველა გამოხმაურება
კარგი რა ყველაფერი ჩვენ თავს როგორ უნდა გადახდეს, ჯადო ხოარ აქვს მთელ ქვეყანას გაკეთებული ? როცა ხვიჩა ფორმაში შედიოდა და .. ეხლა 10 დღიანი პაუზა უწევს, გული დაგწყდება უბრალოდ ნაპოლის 30 კაციან განაცხადში ერთია ლაზარეთში და ისიც ქართველი ბლინ რა.
Anjelo Antei
20 იანვარი 2023 19:23
4
აქ ძაღლის თავია საცხა დამარხული :)) მე მგონი 1 თამაშს რო გამოატოვებინებს მერე მგელივით ენერგიული და დაგეშილია ნადირობაზე ხო და ჩემო ბატონო იმედი აქვს ხვიჩას გარეშე რო მოუგებენ მაგ სალერნიტას და რომასთვის შემოინახეს ხვიჩა რომაელები რო დაგლიჯოს :)))
გიორგი
20 იანვარი 2023 21:47
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული