ხვიჩა კვარაცხელია "სალერნიტანასთან" მატჩს გამოტოვებს

AutoSharing Option
სერია A-ს მე-19 ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "სალერნიტანას" ესტუმრება, გაციების გამო ხვიჩა კვარაცხელია აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ამის შესახებ ლუჩანო სპალეტიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ხვიჩა სალერნოში ჩვენთან ერთად არ წამოვა. ქართველი უკეთაა, თუმცა ექიმების რეკომენდაციების გამო სახლში დარჩება" - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "სალერნიტანას" მატჩი ხვალ, 21 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

altხვიჩა არ იქნება, ელმასი კვარაცხელიას შესაცვლელად მზადაა - 1-ელი წრე სრულდება

altოსიმენი: კვარაცხელია ფუნდამენტურია, სპალეტი - შთაგონების წყარო, მიზანი კი მხოლოდ სკუდეტო არაა

მკითხველის კომენტარები / 20 /
ჩვენ მუდამ გვწყურია მისი თამაშის ხილვა,მაგრამ რას იზამ...გამოჯანმრთელება და ბრწყინვალე თამაშით მალე დაბრუნება ვუსურვოთ ხვიჩას!
მერაბი
20 იანვარი 2023 16:13
0
კაი რა ხვიჩ. მთელი კვირა შენ გელოდები ტო. გარეთ რო გახვალ თბილად ჩაიცვი და ქუდი დაიხურე თორე გავგიჟდებით და გადავირევით ამოდენა მასა )))
მეგრელი
20 იანვარი 2023 16:01
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული