ხვიჩა კვარაცხელია "სალერნიტანასთან" მატჩს გამოტოვებს

AutoSharing Option
სერია A-ს მე-19 ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "სალერნიტანას" ესტუმრება, გაციების გამო ხვიჩა კვარაცხელია აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ამის შესახებ ლუჩანო სპალეტიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ხვიჩა სალერნოში ჩვენთან ერთად არ წამოვა. ქართველი უკეთაა, თუმცა ექიმების რეკომენდაციების გამო სახლში დარჩება" - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "სალერნიტანას" მატჩი ხვალ, 21 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

altხვიჩა არ იქნება, ელმასი კვარაცხელიას შესაცვლელად მზადაა - 1-ელი წრე სრულდება

altოსიმენი: კვარაცხელია ფუნდამენტურია, სპალეტი - შთაგონების წყარო, მიზანი კი მხოლოდ სკუდეტო არაა

მკითხველის კომენტარები / 20 /
ძალიანაც კარგი!!! რაც მეტს დაისვენებს, მით უკეთესი საქართველოს ნაკრებისთვის!!!
tngh
21 იანვარი 2023 17:09
0
მართალია
B.b
21 იანვარი 2023 10:48
0
ჯერ ეგ ერთი, სიცხე რომ აღარ აქვს არ ნიშნავს , რომ სრულად გამოჯანმრთელდა, განსაკუთრებით თუ ვირუსი ქონდა. ფრთხილად თუ არ ხარ შეიძლება შეგაბრუნოს, რა საკუთარ თავზე არ გამოგიცდიათ?
გასაგებია, რომ ხვიჩას თამაშის ყურება გვინდა ყველას, მაგრამ ჩვენს სურვილებზე მაღლა მისი ჯანმრთელობაა და ეს ყველას უნდა ესმოდეს.
არტ
21 იანვარი 2023 00:07
0
ვაცადოთ თვითონ უკეთ იციან რა უნდა გააკეთონ. ბოლო ბოლო ელმასიც კარგი ფეხბურთელია და სულ სათადარიგოზე ყოფნა გააფუჭებს. სხვა ფლანგზე ელმასი ვერ თამაშობს. ხვიჩასთვის ზედმეტი პრობლემების შექმნა ეხლა არაა საჭირო, თუ გაციებულია ჯობია გამოკეთდეს და ბოლომდე გაიხსნას როცა ფორმაში კარგად შევა.
გიორგი
20 იანვარი 2023 22:47
0
აქ ძაღლის თავია საცხა დამარხული :)) მე მგონი 1 თამაშს რო გამოატოვებინებს მერე მგელივით ენერგიული და დაგეშილია ნადირობაზე ხო და ჩემო ბატონო იმედი აქვს ხვიჩას გარეშე რო მოუგებენ მაგ სალერნიტას და რომასთვის შემოინახეს ხვიჩა რომაელები რო დაგლიჯოს :)))
გიორგი
20 იანვარი 2023 21:47
1
არ უნდა სპალეეტის ხვიჩას ბობარდირობა, იცის რომ სუსტ გუნდებს ბევრს გაუტანს და არ აწყობს მაგის ლიდერობა გუნდში. მერე მართლაც მესივით ხელშეუხებელი გახდება. გამოიყცანს რონასთან და ვერ გაიტანს ბევრს.
ბომბარდირი
20 იანვარი 2023 19:59
29
ლოგიკას მოკლებულია, რომ სპალეტის კვარას ბომბარდირობა არ უნდა. აბა, სხვანაირად პენალტისტად კვარას არ დააყენებდა. მეორე ისაა, რომ მესივით გავლენა რომ იქონიოს, მესივით უნდა ითამაშო მთელი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში. მესიმ სწორედაც რომ ახლა მიაღწია უდიდეს გავლენას, რასაც წლები შეალია. კვარა კი ახლა იწყებს კარიერას და მის გავლენებზე საუბარი ნაადრევია. ღმერთმა ქნას, რომ კვარამ იმ სიმაღლეებს მიაღწიოს, როგორსაც მესიმ მიაღწია და ალალი იყოს მისთვის ყველა გავლენა, რომელიც მას გუნდში და მოედანზე ექნება.
ქართველი
21 იანვარი 2023 01:42
0
ხო ეგრეა, არ აწყობთ ქართველის გაბრწყინება მასონებს :))
მასონი
21 იანვარი 2023 00:30
0
ყველა გამოხმაურება
თასზე თამაშყს წინ ხომ თქვა ჯუღელმა აბსოლუტურად ჯანმრთელია და ჩვეულებრივ ვარჯიშობსო? რატომ უნდა დავუჯეროთ სპალეტის?
გრიშა სიცხიანი
20 იანვარი 2023 19:52
5
კარგი რა ყველაფერი ჩვენ თავს როგორ უნდა გადახდეს, ჯადო ხოარ აქვს მთელ ქვეყანას გაკეთებული ? როცა ხვიჩა ფორმაში შედიოდა და .. ეხლა 10 დღიანი პაუზა უწევს, გული დაგწყდება უბრალოდ ნაპოლის 30 კაციან განაცხადში ერთია ლაზარეთში და ისიც ქართველი ბლინ რა.
Anjelo Antei
20 იანვარი 2023 19:23
4
როცა ერთი კვირა მთელი საქართველო და ნეაპოლი სულმოუთქმენლად ვემზადებით მისი თამაშით დასატკბობად და ის კი ვერ ითამაშებს.ეს უსამართლობაა.
ამაშია საქმე
20 იანვარი 2023 17:18
9
გამოჯანმრთელებული არ არის და ეგაა მთავარი, მისი ჯანმრთელობაა მთავარი და არა ის, ერთ ან ორ თამაშს რომ გამოტოვებს. გული თვითონ ყველაზე მეტად წყდება რომ ვერ თამაშობს და ნუ გამოხვედით პაპზე მეტი კათოლიკეები, ვითომ მარტო თქვე გწყდებათ გული და მაგ გულისწყვეტაში ლანძღვა-გინებასაც კარგად მიაყოლებთ თან. ასეთი გულშემატკივვრობის არ მწამს.
მახსოვს კოვიდი რომ დაუდასტურდა, რა სიბინძურეებს წერდნენ აქ და თვითონ კვარას რომ ადანაშაულებდნენ, ვინც ყველაზე მეტად განიცადა იმ თამაშის გამოტოვებას.
გული წყდებათ თურმე მხოლოდ.
Spain
21 იანვარი 2023 03:46
0
რაის 5 ლარის დადება და ამის გამო გულის დაწყვეტა ან რა ეგოიზმი რეებს ამბობთ?! სიცხე აღარ აქვსო ეს ერთი და შესაძლებელია განაცხადში ყოფილიყო, თუ არასდროს გაგიგია ეგ რომ მომხდარა?! უბრალოდ გული გვწყვდება რომ არ თამაშობს და შთაბეჭდილება მრჩება, ყველანაირი პატარა ტრავმა(ამაზე ცუდი არაფერი დაემართოს) თუ სიცხე ნამეტანი უხანძლივდება. ესე კიდე თამაშების გამოტოვება არ არის კარგი თვითონ კვარასთვის, აზრი არ აქვს ვის ხვდებიან, თამაშია და ძაან საჭირო სამი ქულა უნდათ
Spain და დათოს
20 იანვარი 2023 21:57
4
ყველა გამოხმაურება
სიცხიანი ვერ ითამაშებს. შეთქმულების თეორიებს ნუ მოძებნით ამაშიც.
ადამიანია და ადამიანები ზოგჯერ ავად ვხდებით!
!!
20 იანვარი 2023 16:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული