"ტოტენჰემი" ლორისის შემცვლელად მამარდაშვილს განიხილავს

AutoSharing Option
"ტოტენჰემი" უგო ლორისის შემცვლელად გიორგი მამარდაშვილს განიხილავს, ამის შესახებ FourFourTwo იტყობინება.

ანტონიო კონტე ფრანგი მეკარის თამაშით უკმაყოფილოა, 36 წლის ფრანგმა მიმდინარე სეზონში უამრავი შეცდომა დაუშვა და ზაფხულში, დიდი ალბათობით "დეზების" რიგებს დატოვებს.

გამოცების ცნობით, "მამარდა" სიაში ერთადერთი ფეხბურთელი არაა და მასთან ერთად ლონდონელთა ხელმძღვანელობა: ალფონს არეოლას, ალბან ლაფონტისა და ივან მელიეს შეძენითაც ინტერესდებიან.

სავარაუდოდ, ინგლისელებს 22 წლის ქართველი მეკარის შეძენა გაუჭირდებათ, რადგან "მამარდას" "ღამურებთან" ხელშეკრულება 2027 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევროს შეადგენს.

alt"ლივერპული" გიორგი მამარდაშვილით

დაინტერესდა - უცხოური პრესის ინფორმაცია

altმეოთხედფინალში მამარდაშვილის "ვალენსიას" მეტოქე გაირკვა

altმამარდაშვილი 10 საუკეთესო მეკარეს შორის - Top soccer blog-ის რჩეულები

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩემი აზრით ჯობია ერთი სეზონი კიდე ვალენსიაში გაატაროს.
ბაჩო
22 იანვარი 2023 13:32
0
პრემიერ ლიგის რა მოგახსენოთ, მაგრამ ვალენსიიდან წასვლის ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს,რადგან ასეთ კლუბში გაუჩნდება დამარცხებულია სინდრომი. ვალენსიამ თავის ფუნქცია მის კარიერაში უკვე შეასრულა.გუნდი არის ტოტალურად დაშლის პირას.
ჟორა
22 იანვარი 2023 11:46
0
პრემიერლიგაში ქართველების მიგრაცია ნაკრებისთვის კარგად არ იმოქმედებს. ეს სიმღერა 90-იან და 00-იან წლებში მოვისმინეთ. გაცილებით აჯობებს საფრანგეთი, გერმანია, იტალია ან ესპანეთი ქართველებისთვის და არა ინგლისი, შოტლანდია და მისთანანი...
ლაშა
21 იანვარი 2023 15:30
13
ას მილიონს თუ გადაიხდიან წავა რათქმა უნდა
beqa
21 იანვარი 2023 14:18
4
მამარდასთვის კარგი იქნება პრემიერ ლიგა იქ ბევრს ურტყამენ კარში. ( ბევრ სეივებს გააკეთებს) თან კლასიც მოემატება და ყველაპერი
achi
21 იანვარი 2023 13:53
2
აჩი კარში ბევრს ურტყამენ მაგაში გეთანხმები მაგრამ ბევრსაც აწოდებენ საჯარიმოში გამოსვლაზე ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს სერიოზული სამუშაო აქ ამ მხრივ
Soso
21 იანვარი 2023 16:37
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული