სპალეტი: სკუდეტოს მოგების დიდებული შანსი გვაქვს

AutoSharing Option
სერია A-ს მე-19 ტურში "ნაპოლიმ", რომელსაც ავადმყოფობის გამო ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, სტუმრად „სალერნიტანა" 2:0 დაამარცხა. ნამატჩევს კომენტარი ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა:

"ასეთ შეხვედრებზე გავლენის მოხდენა სხვადასხვა ფსიქოლოგიურ ასპექტებს შეუძლია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა კარგი ფეხბურთის თამაშია საჭირო. მნიშვნელოვანია ტემპი, მთელი საქმე ამაშია. როგორც წესი, პირველ ტაიმში მოედნის ცენტრში ვჩქარობდით და იყო რისკი იმისა, მეტოქეს კონტრშეტევაზე დავეჭირეთ. თუმცა, ორი გოლი გავიტანეთ და თამაშის ბედი გადავწყვიტეთ.

ვიცით, სკუდეტოს მოგების დიდებული შანსი გვაქვს და შესაბამისად მოქმედება გვმართებს. საქმისადმი ჩვენი დამოკიდებულება იმაში
უნდა მდგომარეობდეს, რომ შესაძლებლობები ხელიდან არ გავუშვათ, ისევ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ, დავრჩეთ თავმდაბლები და პროფესიონალები".

მკითხველის კომენტარები / 8 /
რა თქმა უნდა სკუდეტო!!!
თამაზი
01:37 24-01-2023
0
მერეტის და ხვიჩას ფუნქციები დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან, ასევე ორგანიზმის ამტანიანობაც ინდივიდუალურია და ალბათ, ყველაფერი ამის გათვალისწინებით მოხერხდა მისი დაყენება. ასევე არ გამოვრიცხავ, რომ მწვრთნელმა გადაწყვიტა ხვიჩა "შემოენახა"უფრო მძიმე თამაშებისთვის და პირველ რიგში, რომას წინააღმდეგ კარგად მოსამზადებლად. ხომ ყველასათვის ცნობილია, რომ ძალისმიერი ფეხბურთის მოყვარულია და ფეხბურთელებისთვის, პირდაპირ დამტვრევაზე წასვლის დავალებასაც არ თაკილობს! განსაკუთრებით ეს ბოლო პერიოდი, რაც ვერცერთ კლუბში წარმატებას ვერ მიაღწია,გაბოროტებულის შთაბეჭდილებას ტოვებს ისეთ განცხადებებს აკეთებს ხოლმე, ვითომ ხუმრობით!
Guriec
15:47 22-01-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული