კვიპროსის ჩემპიონატის მე-20 ტურში "აპოელმა" სახლში 2:0 სძლია "აკრიტასს" და კვლავ გამოიჩინა თავი გიორგი ქვილითაიამ.
გიორგიმ 18 იანვარს თასზე "არისთან" მოგებულ მატჩში (4:2) დუბლი შეასრულა, დღეს კი მე-60 წუთზე თავის მიერვე მოპოვებული პენალტით ანგარიში გახსნა და 85-ე წუთზე შეცვალეს.
შეუცვლელად ითამაშეს ლაშა დვალმა და ბუბა დაუშვილმა. 64-ე წუთზე მეორე გოლი ანასტასიოს დონისმა დაუშვილის პასით გაიტანა.
"აპოელი" 46 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ აეკ-ს 1 ქულით ჩამორჩება და ამ გუნდს 28 იანვარს სტუმრად დაუპირისპირდება.
ნიჭი კი მომეტებული აქვთ, ღვთის მადლით
ერთი აწყვეტა ჭირდებათ და გადაუვლიან ნებისმიერ სირთულის მოწინააღმდეგეს
ღმერთმა ხელი მოგიმართოს გიორგი, წარმატებები. ასე გააგრძელე მინიმუმ 10 წელი, რადგან ფეხბურთელების ასაკმა ხანგრძლივობის თამასა ასწია...