Osi & Kvara - ბეტმენის და რობინის ოქროს ტანდემი ისტორიულ მიღწევას უმიზნებს

AutoSharing Option
Il Mattino-მ ვიქტორ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიას წერილი მიუძღვნა, აღნიშნა, რომ ოქროს ტანდემის მიზანი ისტორიული რეკორდის მიღწევაა:

"ლუჩანო სპალეტის გუნდი სერია A-ს ლიდერია და ამაში დიდი წვლილი ოცნების დუეტს მიუძღვის. ოსიმენი და კვარაცხელია - ბეტმენი და რობინი: სცადეთ მათი შეჩერება. ერთად პირველ 19 მატჩში 20 გოლი გაიტანეს, "აძურის" თითქმის ნახევარი (46).

ისინი მოედანზე ერთმანეთს ეძებენ და შესანიშნავად ნახულობენ. 9 და 77-მა ნომრებმა უკვე იციან, როგორ შეცვალონ სიტუაცია. "იუვენტუსთან" 10 დღის წინ მაქსიმალური ექსპრესია ვიხილეთ: გოლები და საგოლე გადაცემები. ქართველმა "იუვესთან"
ტრავმით გამოწვეული ჩავარდნის შემდეგ ითამაშა და ახლა იმავეს გაკეთება "რომასთან" მოუწევს, მაგრამ 7 გოლი და 9 საგოლე პასი მხოლოდ ჩემპიონატის პირველ წრეში, როდესაც 4 მატჩის გამოტოვება მოუწია, სერია A-ში სადებიუტო სეზონში რეკორდული მაჩვენებელია.

დღევანდელმა ოქროს წყვილმა 2013-14 წლებში, "ნაპოლიში" რაფა ბენიტესის მწვრთნელობისას, გონსალო იგუაინისა და ლორენცო ინსინიეს შედეგი გაიმეორა. ეზეკილ ლავესიმ და ედინსონ კავანიმ (2010-11) მაშინდელ "სან პაოლოზე" ერთად 32 გოლი გაიტანეს და სამხრეთამერიკულ რიტმში ცეკვავდნენ. "მატადორის" ანგარიშზე 26 გოლი იყო და მისი იდეალური პარტნიორი ლავესი გახლდათ. ნეაპოლელთა კერპებმა დიეგო მარადონამ და ანტონიო კარეკამ (1987-88) 28 გოლი გაიტანეს, უეფას თასი და სკუდეტო მოიგეს - ახლა Osi & Kvara ოცნებობენ, იგივე სიხარული აჩუქონ ნეაპოლს".

მკითხველის კომენტარები / 14 /
ხალხო, ნუ იგონებთ ისეთ რაღაცეებს რაც უკვე არის ბუნებაში!
ჩემთვის ხვიჩა და ვიქტორი "ხვიჩა და უჩაა". უჩა მეგრულად შავს ნიშნავს! ასე რომ: "ფორცა ხვიჩა-კვარა კოჩი, შენს გვერდშია უჩა-ოსი". აბა თქვენ იცით გაახარეთ თქვენი თანამემამულეები!
ვაჟა მასწავლებელი
13:53 24-01-2023
1
ქართველო! ჩემპიონობის მოგება ამათ წყვილს ნაპოლის ისტორიაში საუკეთესოდ როგორ აქცევს,როცა მარადონა-კარეკას დროს ნაპოლი 2 ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი და მოიგო უეფას თასი.ასე რომ სანამ რამეს დაწერ წაიკითხე ან შენზე ჭკვიანს შეეკითხე.მართლა სექტას ნუ დაემსგავსებით რა.მარადონას როგორ ადარებთ კვარას.
zaza
07:43 24-01-2023
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული