"ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილს ბურთი საერთოდ არ მოუგერიებია, ამის საშუალება არ მისცემია და სამივე გაშვებული გოლისას უშანსოდ იყო.
მატჩის წინ „ვალენსიას“ გულშემატკივართა ნაწილმა მწვრთნელის, გატუზოს გადაყენება მოითხოვა, თავად იტალიელმა სპეციალისტმა კი კითხვაზე, აპირებენ თუ არა ნახევარმცველის დამატებას, უპასუხა, რომ ეს საკითხი თვითონაც ძალიან აინტერესებს.
პირველ ტაიმში ბევრი იყო ბრძოლა, მომენტი ცოტა და სტუმრებმა პირველივე შანსი გამოიყენეს - ბასკური გუნდი მისმა კაპიტანმა მუნიაინმა დააწინაურა. შემდეგ შეტევაში მასპინძელთა მცველი დიახაბი ჩაერთო, საჯარიმოში განივი გადაცემა გააკეთა და ბურთი საკუთარ კარში დე მარკოსმა ჩაჭრა. თუმცა 45-ე წუთზე ნ. უილიამსმა ახლო მანძილიდან გაუტანა მამარდაშვილს. აღსანიშნავია, რომ ორივე საგოლე გადაცემა ი. უილიამსმა გააკეთა.
„ვალენსია“ შესვენების შემდეგაც უხიფათოდ უტევდა, კონტრიერიშისას კი „ბილბაომ“ პენალტი მოიპოვა, როდესაც მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ მიიჩნია, რომ ოზკაჯარმა საჯარიმოში ნ. უილიამსი წააქცია, ვესგამ თერთმეტმეტრიანი უზადოდ შეასრულა, ბასკებმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს და ზედიზედ მეოთხედ გავიდნენ ნახევარფინალში.
ნახევარფინალში ასევე „ბარსელონა“ და „ოსასუნა“ გავიდნენ, მეოთხე საგზურისთვის კი „რეალი“ და „ატლეტიკო“ იბრძვიან.
შემდეგ მატჩს „ვალენსია“, რომელსაც ლა ლიგაზე გასავარდნ ზონას 3 ქულა აშორებს, 29 იანვარს გამართავს - გასვლაზე „ვალიადოლიდს“ დაუპირისპირდება.
ვალენსია. „მესტალია“. 45 040 მაყურებელი
ვალენსია - ბილბაო 1:3
გოლები: 0:1 მუნიაინი (35), 1:1 დე მარკოსი (43, საკ. კარში), 1:2 ნ. უილიამსი (45), 1:3 ვესგა (74, პენ)
მერამდენედ ვწერ,რომ ვალენსიას არავითარი პერსპექტივა არ აქვს უახლოეს პერიოდში.გუნდი დაშლის პირას არის. აქვს ფინანსური და ფეხბურთელების დიდი დეფიციტი.მწვრთნელი გარდა მინდვრის გასწვრივ სირბილის,არაფრის მაქნისია.
საზაფხულო ტრანსფერის პერიოდში უნდა იყოჩაღოს მისმა მენეჯერმა და გადაიყვანოს სხვა კლუბში, უკეთესი კი იქნება, სხვა ქვეყანაში.
ყველაზე მეტად კი მე მწყდება გული რომ აბონემენტი ვიყიდე და საყურებლად არ მიღირს ვალენსიის თამაში.
მე კი გული მისკდება, რა გვჭირს? ამდენი დაბოღმილი, ბოროტი, ყველაფერი ქართული კარგი რომ გულს უხეთქავთ, ცუდი კი უხარიათ - საიდან? ზვიად გამსახურდიას იარაღით ჩამოგდების მერე, როცა ერის 90% მისი მხარდამჭერი იყო, არ ყოფილა ამდენი გველსისხლიან გველ-ენიანი საქართველოში. დღეს ერთი მუჭა ერის მოღალატემ რატომ უნდა გაუტეხოს გული ჩვენ საამაყო შვილებს?
გიორგი ერთი და მეორე, ხვიჩა და კიდევ ბევრნო! გულთან არ მიიტანოთ ამ ნაძირალების კომენტარები! მთელ ერს უყვარხართ და წარმატებებს გისურვებთ!
ძალიან გთხოვთ, დაბეჭდეთ.
5-6 მეტრიდან დაურტყეს ორივე, თან უძლიერესად. და პენალტზე ხომ საერთოდ.