"ვალენსია" სახლში უშანსოდ დამარცხდა და თასიდან გამოვარდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის თასის მეოთხედფინალში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ბილბაოსთან“ 1:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

"ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილს ბურთი საერთოდ არ მოუგერიებია, ამის საშუალება არ მისცემია და სამივე გაშვებული გოლისას უშანსოდ იყო.

მატჩის წინ „ვალენსიას“ გულშემატკივართა ნაწილმა მწვრთნელის, გატუზოს გადაყენება მოითხოვა, თავად იტალიელმა სპეციალისტმა კი კითხვაზე, აპირებენ თუ არა ნახევარმცველის დამატებას, უპასუხა, რომ ეს საკითხი თვითონაც ძალიან აინტერესებს.

პირველ ტაიმში ბევრი იყო ბრძოლა, მომენტი ცოტა და სტუმრებმა პირველივე შანსი გამოიყენეს - ბასკური გუნდი მისმა კაპიტანმა მუნიაინმა დააწინაურა. შემდეგ შეტევაში მასპინძელთა მცველი დიახაბი
ჩაერთო, საჯარიმოში განივი გადაცემა გააკეთა და ბურთი საკუთარ კარში დე მარკოსმა ჩაჭრა. თუმცა 45-ე წუთზე ნ. უილიამსმა ახლო მანძილიდან გაუტანა მამარდაშვილს. აღსანიშნავია, რომ ორივე საგოლე გადაცემა ი. უილიამსმა გააკეთა.

„ვალენსია“ შესვენების შემდეგაც უხიფათოდ უტევდა, კონტრიერიშისას კი „ბილბაომ“ პენალტი მოიპოვა, როდესაც მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ მიიჩნია, რომ ოზკაჯარმა საჯარიმოში ნ. უილიამსი წააქცია, ვესგამ თერთმეტმეტრიანი უზადოდ შეასრულა, ბასკებმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს და ზედიზედ მეოთხედ გავიდნენ ნახევარფინალში.

ნახევარფინალში ასევე „ბარსელონა“ და „ოსასუნა“ გავიდნენ, მეოთხე საგზურისთვის კი „რეალი“ და „ატლეტიკო“ იბრძვიან.

შემდეგ მატჩს „ვალენსია“, რომელსაც ლა ლიგაზე გასავარდნ ზონას 3 ქულა აშორებს, 29 იანვარს გამართავს - გასვლაზე „ვალიადოლიდს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 45 040 მაყურებელი
ვალენსია - ბილბაო 1:3
გოლები: 0:1 მუნიაინი (35), 1:1 დე მარკოსი (43, საკ. კარში), 1:2 ნ. უილიამსი (45), 1:3 ვესგა (74, პენ)

მკითხველის კომენტარები / 27 /
ბიწო ტკვენ ხოარგდზმარავტ?.რებსს მიედმოედებიტ რომელი იყო მისი ბრალი?
xishnika
27 იანვარი 2023 09:29
0
რა სისულელეებს წერთ. საჯარიმოდან დაარყმევინეს მცველებმა, საერთოდ აზრზე ხართ ფეხბურთისა? ამ გუნდში ან როგორ გამოსდის მშრალი თამაშების ჩატარება, ეგ არის საინტერესო. ვერცერთ გოლში გიორგის ვერავინ დაადანაშაულებს. ვინ ხართ საერთოდ ამდენი ქართველების მოშურნეები ასეთი გაბოროტებულები?
G.LA
27 იანვარი 2023 09:04
0
ერთი თქვენ დადექით შვიდ მეტრიან კარში და აიღე ერი დარტყმული ასიდან როგორი ასაღებია მით უმეტეს პენალტი .ამ ბიჯისგან რა გინდა თვითონ გუნდია მაგარი ბაბძი და მით უმეტეს წმრვთნელი ვაბშე მაგარი სირი აზე არ არის ამ მწვრთნელობის და თუ გინდა ხომ ხვდებით რისი თქმა მინდა .ესე გუნდს მეც გამოვიყვანე მაგრამ რეზულტატს ვერ დავდებ ესე არის გატუზო რამდენ გუნდში უმუშავნია სადმე რამე მოუგიააა ამიტომ ისევ ჩვენ ბიჭზე ვტეხავდ ჯოხს იმიტომ რომ ვრაზდებიდ ამდენს რომ უშვებს მაგი კი არ უნდა დასვან სკამზე გატუზო უნდა გაუშვან და გუნდი ცოტა მაინც გააძლიერონ ესე არის სიმართლე ჩემო კარგებო თუ გაინტერესებდ
კაკაო
27 იანვარი 2023 08:05
0
ეს ტახტზე წამოწოლილი კომენტატორების საყურადღებოდ.მანარდაშვილს უზარმაზარი შანსი აქვს რომ წარმატებული ფეხბურთელი ჩამოყალიბდეს მისგან. ოღონდაც 2 მთავარი საკითხი აქვს გადასაჭრელი. პირველი - გამოსვლაზე ივარჯიშოს ბევრი. მეორე - სანამ კიდე აქვს კარგი კომენტარები და შეფასებები,დროზე უნდა წავიდეს ვალენსიიდან.
მერამდენედ ვწერ,რომ ვალენსიას არავითარი პერსპექტივა არ აქვს უახლოეს პერიოდში.გუნდი დაშლის პირას არის. აქვს ფინანსური და ფეხბურთელების დიდი დეფიციტი.მწვრთნელი გარდა მინდვრის გასწვრივ სირბილის,არაფრის მაქნისია.
საზაფხულო ტრანსფერის პერიოდში უნდა იყოჩაღოს მისმა მენეჯერმა და გადაიყვანოს სხვა კლუბში, უკეთესი კი იქნება, სხვა ქვეყანაში.
ყველაზე მეტად კი მე მწყდება გული რომ აბონემენტი ვიყიდე და საყურებლად არ მიღირს ვალენსიის თამაში.
თემო
27 იანვარი 2023 03:32
0
აფსუს კოტრიკაძე, ურუშაძე, კავაზაშვილის, გაბელიას სამშობლომ ამ "აუტჩიკზე" მეტი შნოს მატარებელი მეკარე ვერ გაზარდა?
პლეხანოვზე გაზრდილი
27 იანვარი 2023 02:46
18
უშნო ტინგიცი, რომ არა დაეწყო კარის ხაზზე პენალტის დროს აიღებდა. ეჰ მისი ბრალია არაა, არ ვიცი, მარა ამდენი წაგების და გაშვებული გოლების მერე არ გამიკვირდება სკამზე გადასვან.
გოგი
27 იანვარი 2023 01:09
59
ეეე მიდი დაიწყეთ რა მაგარი მეკარეა …მეკარის რა გითხრათ იღბალა კი ნაღდად არის საგარეჯოს რომ გასცდა …რას ერჩით 100% რეზულტატი აქვს 3 დარტყმა 3 გოლი …სეივი თუ იცის საერთოდ რა არის !!!!
უხაააა
27 იანვარი 2023 01:06
73
უხააა!სახელიც შესაფერისი შეგირჩევია.სეივი კი არა,ფეხბურთი მაინც თუ იცი რა არის,შენგან ესეც გამიკვირდება
სოსო
27 იანვარი 2023 15:45
0
რომელი ბურთი უნდა აეღო, შენი აზრით, სამი მეტრიდან ცხრიანში რომ ურტყავენ? არა სჯობს, ბალახის ჰოკეიზე წერო?
ნიკ
27 იანვარი 2023 10:47
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული