"დააბრუნეთ ხვიჩა "რუბინში" და ისევ უფერული გახდება, უბრალოდ, "ნაპოლიში"... - ყოფილმა რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელია მწვავედ გააკრიტიკა

AutoSharing Option
ვეტერანმა რუსმა ფეხბურთელმა ალექსანდრ ჩუგუნოვმა euro-football.ru-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ყველასთვის მოულოდნელად, მან ქართველი ფეხბურთელის მიმართ კრიტიკული სიტყვები არ დაიშურა.

"რუსეთში თამაშისას ყველა ამბობდა, რომ როცა ხვიჩა საკუთარ საჯარიმოში ბურთს მიიღებდა და მოწინააღმდეგის საჯარიმომდე მივიდოდა, უკვე იღლებოდა და არაფრის თავი აღარ ჰქონდა.

იტალიაში კი ის მოხვდა გუნდში, სადაც უამრავ შანსს უქმნიან და საშუალებას აძლევენ, საკუთარი კოზირები გამოიყენოს. დააბრუნეთ ის "რუბინში" ან მოსკოვის "დინამოში" და ისევ ის უფერული კვარაცხელია გახდება, რაც ის "ნაპოლიმდე" იყო.

უბრალოდ, ცაზე ვარსკვლავები მის სასარგებლოდ განლაგდნენ და
ხვიჩა საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა.

შედარება მარადონასთან? - დასაწყისისთვის, მან უნდა ითამაშოს ამ დონეზე მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში. ჯერ ნაადრევია ამის თქმა. უბრალოდ, ვარსკვლავები სწორად განლაგდნენ და ხვიჩა საჭირო დროს საჭირო ადგილას მივიდა. 

კარგი თანავარსკვლავედები იყო "ყუბანში", კიევის "დინამოსა" და "სპარტაკში". 1-2 წელიწადში ეს ყველაფერი, შესაძლოა, "ნაპოლიშიც" დაიშალოს. სტაბილურობა ბრწყინვალების ნიშანია. სმოლოვი "კრასნოდარში" ახლანდელ კვარაცხელიაზე ცუდ თამაშს არ აჩვენებდა.

ფეხბურთი არის თამაში, სადაც ყოველწლიურად და ყოველდღე უნდა დაამტკიცო შენი ღირსება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოწინააღმდეგეები შენთან ადაპტირდებიან", - ამბობს ჩუგუნოვი.


მკითხველის კომენტარები / 86 /
რამდენი რუს-მონღოლი ან გარუს-მონღოლებული პიტალო კლდე რამეს იტყვის ყველაფერი მოწინავე სპორტულ პორტალზე კი არ უნდა გამოაქვეყნოთ!
llcl
27 იანვარი 2023 11:35
0
"ჩუგუნოვი", გვარიც როგორი მრავლის მთქმელი აქვს.
მალაქია
27 იანვარი 2023 13:54
1
ტიპიური შურიანი ღრუსი
:)
27 იანვარი 2023 11:29
0
გვარს ამართლებს,ეს თუჯისთავა,ეს.
მერაბი
27 იანვარი 2023 11:02
2
თუჯისთავიანები არც აქაურ კომენტატორებს აკლიათ
????
27 იანვარი 2023 12:46
0
არ არის საჭირო ვიღაცეების სულელური და შურიანი ბოდვები აქ გამოაქვეყნოდ
ალეკსანდრე
27 იანვარი 2023 12:49
1
რაააააა,საქართველოში არ არიან შურიანები და ბოღმიანები?რეებს არ წერდნენ არ გახსოვს ამ ბავშვზე?ნაგავი ყველგან ყარს.ამის გამომქვეყნებელს უნდა დაამტვრიო ის თითები რომლითაც ეს ტექსტი ატვირთა.
---------
27 იანვარი 2023 13:23
3
გავიცნობდი ჩუგუნივის ცოლს
Io
27 იანვარი 2023 13:50
2
შენ ნუ გეშინია,იმ ქალს ნაღდად არ ეკლდება,იმისთანა იდიოტი ქმარი ყავს.
ALONZO
27 იანვარი 2023 14:52
0
Misi coli 60mde iqneba da rad ginda magis gacnoba:))prosta ertxel tu unda "dasajo"eg xooo:)))
L.J .
27 იანვარი 2023 15:43
1
ეს მართლა ჩურინოვია,, კი ნამდვილად ჩურიიი...ნოვია
კაკო
27 იანვარი 2023 11:16
1
ჩუგუნოვის ფეხბურთელობაზე რა გითხრათ:) ყოველ შემთხვევაში ვარსკვლავების განლაგებაში ეტყობა რო არ გაუმართლა ხვიჩასავით:)) ხვიჩამ უკვე აჩვენა ვინაა და ყველაფერი წინ აქვს. ჩუგუნოვმა თავისი ,,ბრძნული,, აზრები შემოინახოს თავის რუსი ,, ვარსკვლავებისთვის,,:))))
ბექა
27 იანვარი 2023 12:51
1
ვინ არის ჩუგუნოვი არ ვიცი,ან ავტორმა სად და რა მიზნით იპოვა მაგის ნაბოდიალები(არ ვიცი,შეიძლება ავტორისთვის ავტორიტეტია),მაგრამ გვარს კი ამართლებ ჩუგუნ-ოვი ;)
ადამიანი
27 იანვარი 2023 16:35
1
ჩუგუნია ეს მართლა ვიღაც, რეებსრე რომ ბოდავს
Nukri
27 იანვარი 2023 11:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული