calcionapoli24: კვარაცხელიასა და კვერნაძეს ბევრი საერთო აქვთ

AutoSharing Option
calcionapoli24-ი ბათუმის "დინამოს" შემადგენლობაში გიორგი კვერნაძის ჩინებულ გოლს გამოეხმაურა. მოგეხსენებათ, იტალიური გუნდი ახალგაზრდა ფეხბურთელითაა დაინტერესებული.

"დე ლაურენტისის "ნაპოლი" ქართველ შემტევს ყურადღებით აკვირდება. კვარაცხელიას აფეთქების შემდეგ "პარტენოპეი" მზადაა "სათევზაოდ საქართველოსკენ გაეშუროს" და ყურადღება მიაქციოს ახალგაზრდა შემტევს, რომელიც ხვიჩას სტილის მოთამაშეა: ძლიერი ფეხი მარჯვენაა, მარცხენა ფლანგზე თამაშობს, დახელოვნებულია დრიბლინგში და მშვენიერ გოლებსაც იტანს.

კვარაცხელიასა და კვერნაძეს ბევრი საერთო აქვთ: ბათუმის "დინამო", სათამაშო ფეხი, სტილი, დრიბლინგი და ლამაზი გოლები" - წერს გამოცემა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ტყუილად არ გააკეთებდენ აქცენტს ტალანტს რო არ ხედავდენ. ზუსტად იციან ვის უნდა დააკვირდენ და ამიტომ მგონია რო კვერნაძეც მალე იქნება ტოპ ლიგაში.
გიორგი
28 იანვარი 2023 00:10
0
ეს ბიჭი თელავში ძაან კარგი იყო,მერე ტრამვა მიიღო ნაკრებში და ბოლო თამაშები ისედაც გვიჭირდა თელავს,მაგრამ ძაან ნიჭიერია და მასაც შეუძლია შოუს დადგმა ხვიჩას მსგავსად...წარმატებები კვერნა...
ნიკო
27 იანვარი 2023 23:09
0
წარმატებს ვუსურვებ აბ ბიჭს, მაგრამ გაგიჟება რომ ვიცით წინასწარ, მე ვერ ვნახე ამ ბიჭის შესანიშნავი თამაში და რავიცი აბა. ერთი გოლით შეიძლება ასეთი დასკვნის გამოტანა? არ ვიცი შეიძლება ვცდები, მაგრამ ასეთი წინასწარი აჟიოტაჟი ნამდვილად არ წაადგება არც ამ ახალგაზრდას და არც სხვას.მერე უცებ არ მოეწონებათ ერთი მატჩი და ჩაქოლავენ უპრობლემოდ
ეს რა ვიცით წინასწარ რა
27 იანვარი 2023 17:10
1
ყველა ასაკობრივში აქვს ნათამაშები. პატარაა ასაკით. როგორც წამიკითხვს ძალიან მშრომელი და მიზანმიმართულია.
Jarji
27 იანვარი 2023 20:32
0
რას ვერ ვხვდები იცით? მარცხენა ფორვარდებს ცალკე მწვრთნელი ჰყავთ? გენეტიკურად მოგვსდევს ქართველებს თუ რა თემაა? ამ პოზიციაზე რომაა კონკურენცია, საქართველოს კი არა, ბრაზილიის ნაკრებს არ ექნება ეგეთი. კვარაცხელია მანდაა, ჩაკვეტაძეს მანდ მიუწევს გული, ყაზაიშვილი მაქედან თამაშობდა ძირითადად, ოქრი ცენტრში იყო, მაგრამ მაქეთ იწევდა, ახლა კიდე ეს უნიჭიერესი ბიჭი მიემატება ამ სიას :))
ლადო
27 იანვარი 2023 16:36
1
ეგ კი არა და მიხეილ მესხიც მარცხენა გარემარბი იყო :D
gega
27 იანვარი 2023 18:00
1
ეს ციტატაა:


ამ ფუძემონაცვლე ზმნასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ფრიად გავრცელებული შეცდომა სპორტულ ჟურნალისტიკას უკავშირდება: ფეხბურთის მატჩების რეპორტაჟებში გამუდმებით გვესმის „გოლს იტანს“ ან „გოლებს იტანდა“, ნაცვლად მართებული ფორმისა: „გოლი გააქვს“ ან „გოლები გაჰქონდა“. ამასვე ვკითხულობთ სპორტული პრესის ფურცლებზე და ელექტრონულ მედიაში.


აი რამდენიმე მაგალითი: „ბერგამოელები საშუალოდ მატჩში 2,85 გოლს იტანენ, რომაელები - 2,3 გოლს“.


„ტურინის "იუვენტუსის" დიდებული კაპიტანი ჯარიმებს კარიერის დასაწყისიდან იტანდა.“


„სერია ა-ს ფორვარდი, რომელიც წუთობრივად რონალდუსა და იმობილეზე მეტ გოლს იტანს“.


ყველგან, სადაც ციტირებულ ფრაზებში გამოყენებულია ფორმა „იტანს“/„იტანენ“, უნდა იყოს „გააქვს“/„გააქვთ“, ხოლო „იტანდა“-ს უნდა ჩაენაცვლოს „გაჰქონდა“, რადგან „მეკარე გოლს იტანს“ ისეთივე უმართებულოა, როგორიც ეს ფრაზა: „მასპინძელი სკამს მეორე ოთახში იტანს“.
კაპიტან გარდენბურგი
27 იანვარი 2023 14:47
1
მშვენივრად ახსენით,კაპიტანო!გმადლობთ!მგონია,რომ ამისი გამოცდილება უნდა გქონდეთ და თუ სიტყვების :"რათა" და "რადგან" არასწორ ხმარებაზეც დაწერდით,მადლობელი ვიქნები.ამ ერთ სიტყვას,მეორეში ურევენ და არც კი ესმით,რომ სხვადასხვა სიტყვებია.მე, მთლად გასაგებად ახსნას ვერ ვახერხებ,თქვენ კი,მგონი უკეთესად გამოგივათ.
სოსო
27 იანვარი 2023 16:10
0
იტანს არა გააქვს, გააქვს .
კაპიტან გარდენბურგი
27 იანვარი 2023 14:45
0
თუ არ ვცდები პირველი გოლი გაიტანა ამ მოსამზადებელ ეტაპზე ,ისიც გრაცის შტუმის კარში მე-80 წუთზე, რომლებსაც ისედაც არ ჰყოლია ძირითადი შემადგენლობა და ვინც ჰყავდაც ისინიც დიდი ხნის შეცვლილები იყვნენ, შარშან ვნახე მაგ ბიჭის თამაში ახალგაზრდულში და ფეხი არ გაანძრევინეს პორტუგალიელებმა და თურქებმა,ასევე ბათუმის დინამოსთან ბოლოს, თელავის შემადგენლობაში ორი ტაიმი ითამაშა და ორჯერ არ მიუღია ბურთი-იქნებ დადოთ ვის და როდის გაუტანა ლამაზი გოლები ხვიჩას სტილში...არ ვიცი....ღმერთმა ქნას....
შულაია
27 იანვარი 2023 14:40
2
იგივე ფლანგზე მოთამაშე ფეხბურტელს რაღატომ ეძებენ?
Goga
27 იანვარი 2023 14:30
1
კარგია კარგი ვისზე ნაკლები ტალანტი გვაქვს. იმედის თვალით ვუყურებ ახალგაზრდებს. შრომა შრომა და შრომა ბევრი, შედეგიც არ დააყოვნებს. მაგალითი დიდია ხვიჩას სახით რომ ჩვენც შეგვიძლია ტოპებში თამაში.
რაბუ
27 იანვარი 2023 13:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული