"კვარაცხელია ოსიმენზე მნიშვნელოვანია" - განაცხადა ჟურნალიტმა და ყველაფერი განმარტა

AutoSharing Option
"რეპუბლიკას" მიმომხილველმა ანტონიო კორბომ რადიო "მარტეს" ეთერში "ნაპოლიზე" ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია გუნდისთვის ვიქტორ ოსიმენზე უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელია:

"ოსიმენი თუ კვარაცხელია, რომელი უფრო მნიშვნელოვანია? ქართველი, რადგან როდესაც ის თამაშობს, ნიგერიელის პოტენციალს აორმაგებს. ცენტრისკენ მოძრაობებით "კვარა" ოსიმენის პოტენციალს აძლიერებს, რადგან ამოუცნობი ფანტაზია აქვს, ინიციატივას იჩენს და მატჩის ბედს ცვლის. ამით ის ელიფ ელმასისგან ძალიან განსხვავდება.

თუ შემიძლია ჩემს თავს ამის უფლება მივცე, უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც "კვარა" არ თამაშობს, მის ნაცვლად სიმეონე უნდა ათამაშონ, რათა მან ოსიმენს ძალა მისცეს,
რაც სარგებელს მოუტანს. ზელინსკი ძალიან, ძალიან არასტაბილურია, მე მას ძირითად შემადგენლობაში არ დავაყენებდი.

"გარდიანის" ვერსიით მსოფლიოს 100 საუკეთესოს შორის "კვარა" ოსიმენზე ძლიერია? ამ რეიტინგს მთლიანობაში არ ვეთანხმები. მაგალითად, ლეაო მოცემულ მომენტში ერთ-ერთი იმედგამაცრუებელი მოთამაშეა, ინგლისური ტაბლოიდები კი მას "ნაპოლის" ტალანტებზე წინ აყენებენ".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ოსი დიდებული ცენტრფორვადია. სწორედ იმიტომაც რომ წინა ორ სეზონში მას არ ყავდა კვარა ნაპოლში და მისი ეფექტურობა არ იყო ისეთი გამანადგურებელი როგორიც ეხლაა ამაზე სტატისტიკაც ნათლად მეტყველებს. ამ სეზონში კი კვარას და მისი საფეხბურთო ქიმია ერთმანეთს ისე იდეალურად შეერწყა რომ ეს სიმბიოზი თანმიმდევრულად ატერორებს სერია ას მცველებს ისინი ერთმანეთს ისე აბალანსებენ რომ მეტოქეებს ყოველგვარი იმედი ლამის პირველივე ტაიმში ეწურებათ , მაგრამ ფეხბურთს მხოლოდ იმიტომ არ ვუყურებთ, რომ გატანილი გოლები ვითვალოთ. ზოგადა ორი რაიმე ღირებულის შედარება მითუმეტეს ორი კარგი ფეხბურთელის უმადური რამეა მაგრამ ყველა მაინც აფიქსირებს თა ის მასაზრებებს. რამდენი გოლიც არ უნდა გაიტანოს ოსიმენმა, ვერასდროს მოაწყობს ისეთ სანახაობას "შოუს" როგორც ხვიჩა. ოსიმენი აფრიკული ვეფხვივით მებრძოლი მცველების გამთელავი და შედეგიანი თავდამსხმელია, მაგრამ ხვიჩა პოეზია, ელეგანტურობაა, კულტურიდან გადატანილი მოედანზე მათთვის ვისაც ფეხბურთი უყვარს.
Charley
01:11 28-01-2023
1
ისე რა მნაგარი იქნება ოსიმენი ჩვენ ნაკრებში რომ თამაშობდეს ! ხვიჩა უნდა მოელაპარაკოს ოსის--რა გინდა იმ ნიგერიააში იმ სიცხეში და მალარიის ტიფის და სხვა დაავადებების ბუდეშიო ? წამოდი ჩვენთან საქართველოში უფრო კარგი ამინდებია უფრო მაგარი ხალხი ცხოვრობს და ჩვენ ნაკრებში ითამაშეო ! მივცეთ მოქალაქეობა და დავარქვათ ოსი კაცი ვითომ ცხინვალიდანაა ან გვარიც მივცეთ ჯივაშვილი (ვიქტორ ჯივაშვილი ჯაყო ჯივაშვილზე კარგად ჟღერს!) და მერე დაუდგნენ აბა ნორვეგიელი ესპანელი და სხვა მცველები ამ მკვლელ დუეტს--კვარაცხელია-ოსი კაცი(ჯივაშვილი) )))))))))))))
zura222
02:12 28-01-2023
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული