როგორ ნახოს კვარაცხელიას თამაში მაქსიმალურად ბევრმა ქართველმა? - სიკეთე გადამდებია და არ იკარგება!..

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩვენს რეალობაში სრულიად ახალი მუხტი შემოიტანა და ამის უარყოფას ვერავინ ეცდება. უფროსი თაობის გულშემატკივრებში ძველი თბილისის "დინამოს" ემოციებმა იფეთქა - როცა მათი თამაშის დღე იყო, დილიდანვე სხვანაირი ფუსფუსი და მოლოდინი რომ შეიმჩნეოდა, დღევანდელი ახალგაზრდები კი იმაში დაარწმუნა, რომ ჩვენებსაც შეუძლიათ რჩეულებში იყვნენ, უამრავ სიხარულს გვანიჭებდნენ და არა გაორმაგებულ გრძნობებს გვიტოვებდნენ... თანაც, მწარე გამოცდილებაც ხომ ზურგს უკან გვაქვს - ლეგენდები გიორგი ქინქლაძეზე, ლევან ყენიას სევდიან ისტორიასა თუ ჯანო ანანიძის პერსპექტიულობაზე. "კვარა" ნეგატიური ფიქრებიდან გვცლის, ის სპორტულად ყოველდღიურად უკეთესი ხდება, პროგრესი სახეზეა,
მენტალურად ძლიერი ჩანს და თავმდაბალი, ალალი ბიჭია. ფეხბურთს შეუძლია, ბევრ ცუდზე მაღლა დადგეს, დაგვავიწყოს, შეცვალოს და გაგვაერთინოს, თუმცა არსებობს პრობლემები, რომლებიც საყოველთაობას ხელს უშლის, იმას, რომ როგორც ტელეეკრანებთან, ასევე უშუალოდ, იტალიურ მოედნებზე, ჩვენებურის სილაღე უფრო მეტმა ქართველმა იხილოს.

Sportall.Ge

გვესმის, დრო შეიცვალა. "ბნელი და ტკბილი 90-იანების" შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ყურება მთელი საქართველოს მასშტაბით დღევანდელზე მოსახერხებელი რომ იყო (დიმიტრი ობოლაძის ხმა ახლაც ჩაგვესმის). მერე დიდი დრო გავიდა. კონკურენცია თუ თანამედროვე ბაზრის მოთხოვნები შორს წავიდა, თუმცა დღეს ქვეყანაში ისევ ბევრი ადამიანი თუ ოჯახია, რომლებსაც იტალიის ჩემპიონატის ლიდერ "ნაპოლის"  მატჩების ცქერა და კვარაცხელიას გულშემატკივრობა უნდა, თუმცა ვერ ახერხებს. რატომ? - მხოლოდ დედაქალაქის ცენტრალური უბნებიდან თუ არ ვიხედებით, შევამჩნევთ, რომ ყველა რეგიონში ჯერ კიდევ ფიზიკურად არაა შესაძლებელი, შესაბამისი სიგნალი მიიღონ. ანაც, არის, თუმცა წარმოვიდგინოთ ოჯახები, რომლებიც ასაკისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ნაკლებად მოძრაობენ, სათანადოდ ვერ ერკვევიან იმაში, თუ როგორ უნდა შეიძინონ ესა თუ ის პაკეტი ტელევიზიითა და ინტერნეტით. ანაც, არსებობს სხვადასხვა ღირებულების შეთავაზებები და ნუთუ შეუძლებელია, "ნაპოლის" შეხვედრები ყველაზე იოლად ხელმისაწვდომი იყოს?! მიზეზები უამრავია, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ამ დროს ყველას - ხელისუფლების, სპორტული მედიისა თუ ნებისმიერი პროფილის კომპანიის ინტერესი ის უნდა იყოს, ამ საკითხზე შეძლებისდაგვარად, ბევრი ვიმუშაოთ, რომ "კვარადონას" საღამოები მაქსიმალურად ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს. პათეტიკაში გადასვლა ნამდვილად არ გვჭირდება და რაღაც შეუძლებლის თქმას არც ვაპირებთ, არც ვინმეს ვადებთ ხელს, რომ ეს მაინცდამაინც მათი მოვალეობაა; უბრალოდ, ეს წადილი მაქსიმალურად ყველას უნდა აუსრულდეს და Sportall.ge-ც მზადაა, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ამაში მონაწილეობა მიიღოს. სიკეთე გადამდებია და არ იკარგება!.. მინიმუმ, ის ხომ ყველას შეგვიძლია, ადამიანებს ნიშნისმოგებით არ ველაპარაკოთ და ხსენებული საკითხის მოგვარებაში შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ.

კიდევ ერთი ამბავი იტალიაში გამგზავრებას ეხება. დასაფასებელია ისეთი პროექტები, რომლებიც სამართლიანობის განცდას ტოვებს. მაგალითად, შოთა არველაძის ინიციატივით, ნეაპოლში საუკეთესო შედეგის მქონე აბიტურიენტები ჩავიდნენ, რაც ყოველგვარ სუბიექტურობას გამორიცხავს. ამ დროს უფრო მეტად ვხედავთ იმას, საჩუქრის მიღება "ლაიქების" რაოდენობით თუ სხვადასხვა ხერხით მოხდეს. ყველა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ ისარგებლებს მისი საჩუქრით, მაგრამ ძალიან გვინდა, ის ადამიანებიც ეზიარონ ამ ბედნიერებას, ბევრი "მოწონების" მოგროვება კი არა, ინტერნეტი რომ ჩართონ, შესაბამისი ტელეფონი არ აქვთ. არ გვესმის, რა უნდა იყოს ნებისმიერი საფეხბურთო კლუბის აკადემიის ბავშვებისთვის მოტივაციის უფრო ასამაღლებელი და ამავდროულად, სასიხარულო, მათი იტალაიში გაგზავნა მაქსიმალური ხელშეწყობით რომ მოხდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ არავის ვამუნათებთ, მხოლოდ ჩვენს სურვილებს ვაჟღერებთ.

Sportall.Ge

ამ თემაზე კიდევ ერთ მაგალითს დავასახელებთ. რამდენიმე წელია, "ნაპოლის" ქართული ფან-კლუბი ჰყავს. თამამად ვიტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ამ გუნდში ჩარიცხვამდე ჩვენს ქვეყანაში ასეთი, მათ გარდა, თითქმის არავინ იქნებოდა. სერია "ა" აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობს და ცოტათი უსამართლობის განცდა ჩნდება, როდესაც ამ ფან-კლუბის ხელმძღვანელი ჯერ ნეაპოლში არ ყოფილა - თავად ვერ ახერხებს, შესაბამისი შეთავაზება კი, ალბათ, არ მიუღია.

და ერთიც - ნეაპოლი და კრემონე ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს არიან და თუკი მანდაც ჩასვლა სპორტული ტურის ფარგლებში ასე შეუძლებელია, იქნებ ლუკა ლოჩოშვილმა თავად შეძლოს ცოტა ხნით "დიეგო მარადონას" არენასთან ახლოს მისვლა და თანამემამულეებთან შეხვედრამ ის კიდევ უფრო ენერგიულად დამუხტოს - მაშინ სხვა გამოსავალი არ არსებობს.

რთული სათქმელია, ამ წერილს ვინ როგორ მიიღებს, ჩვენი მიზანი კი მხოლოდ ერთია, შეძლებისდაგვარად მეტი ადამიანი გავაბედნიეროთ!..

alt"ხვიჩას "რომასთან" მატჩის წინ ვესაუბრე და მითხრა, რომ..." - რა ინფორმაციას ავრცელებს იტალიელი ჟურნალისტი

altმატჩის დღე! ხვიჩა VS დიბალა - მოურინიოს ნათქვამს დიდი გამოცდა ელის!..

მკითხველის კომენტარები / 29 /
აიღოს უფლება ,,სილკ უნივერსალმა" და საქართველოში ყველა ოჯახს ექნება შესაძლებლობა უყუროს ,,ნაპოლის" მატჩებს, ეს ხომ ელემენტარულია, მაგრამ რად გინდა - ,,სერია ა" -ს აჩვენებს მხოლოდ ,,სეტანტა" და ,,ლა ლიგას" კი ,, სილკი". ანუ ბაზარი გაიყვეს. ამიტომაა, რომ ძალიან ბევრი ვერ უყურებს კვარას თამაშებს. მე პირადად ,,ლა ლიგას" კომპიუტერში პირატული საიტებით ვუყურებ. სხვაგვარად ორი აიპი ტელევიზია უნდა მქონდეს. ეს კი ძალიან ძვირია. ,,სილკ უნივერსალი" კი საქართველოში ყველას აქვს, თანაც უფასოდ.
mvx
02 თებერვალი 2023 23:13
0
Livetv თითქმის მსოფლიოში მიმდინარე ყველა მსტჩის და ყველა სპორტის სახეობის უფასო ტრანსლოაციები.
უშანგი
30 იანვარი 2023 10:34
1
football live tv აპლიკაცია შეგიძლიათ ჩამოწეროთ ფლეისთორიდან და უფასოდ უყუროთ წამყვანი ლიგების მატჩებს მაღალ ხარისხში.
semi
30 იანვარი 2023 09:27
1
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რომ შეიძინოს ჩვენების უფლაბა? რა არ ყოფნით დაფინანსება?
ამირანი
30 იანვარი 2023 00:14
0
saitebi.info ნახეთ. იქ სეტანტაზეა რუსულად
ალექსანდრე
29 იანვარი 2023 22:05
2
რუსები აჩვენებენ და ეს შაკლები არა.
sazizRari ruseTi.
30 იანვარი 2023 01:21
2
ანუ ხვიჩა ზურაბივით უნდა ჩაშენებოდა ხომ ქართული ფეხბურთის განვითარების სურამის ციხეს არა? ვაი შენს პატრონს, ფეხბურთის განვითარება თუ გვინდა ბობოლა კორუმპირებულმა ბიძებმა ჩადონ ფეხბურთში ფული, ხვიჩასნაირები ბევრია საქარღველოში თუ შესაბამისი ანაზღაურება ექნებათ 22-23 წლამდე დარჩებიან საქართველოში და დონეც აიწევს, ესაა გამოსავალი და არა ის, რომ ვიღაც, თითო ოროლა ნიჭიერმა უხელფასოდ კაპიკებზე თავი გადადონ და გაქსუებულებმა ფული აკეთონ.
ბესოს
29 იანვარი 2023 20:14
0
არაა ! მე მასე არ მითქვამს . რა ჩაშენება , რის ჩაშენება )))
მე ის ვიგულისხმე , რომ რატომ უნდა გაყიდოს იტალიამ 70 მილიონად და რატომ ჩვენიდან არ უნდა იყიდებოდნენ მაგ ფასში .

რაც შეეხება ფეხბურთში ფულის ჩადებას ეგეც ნაგულისხმევია ჩემს პოსტში .

მე კვარაცხელიასთან არაფერი მაქვს საპეტენზიო . ღმერთმა დამიფაროს .
გვიმრავლოს მაგისთანები უფალმა !
ბესო
29 იანვარი 2023 23:04
2
Paramount+ ჩამოტვირთეთ 4$ თვეში გადასახდელი, თუ მთელი წლისას გადაიხდი ერთიანად კიდე იაფია, სერია ა, ბუნდესლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და პლიუს ფილმები და სხვადასხვა გადაცემები
მამუკა
29 იანვარი 2023 19:06
2
ეგ ფასი ღირს სეტანტას აპლიკაციაც ფაქტიურად..
Misha
29 იანვარი 2023 22:33
0
სადაა ძამა, გრუზავიკზეა - გაზ-53? სიდან უნდა ჩამოვტვირთოთ, სად უნდა დავასაწყობოთ. პაწე ინსტრუქციაც მოაყოლე და დევიფსები, ვიშონი მაგ 4 დოლარს
Naturali Guruli
29 იანვარი 2023 20:29
0
ყველა გამოხმაურება
ეთამაშა საქართველოში კვარაცხელიას და ვუყურებდით ყველა მის თამაშს ცოცხლად .
ძლივს დაიწყო ხალხმა სტადიონზე სიარული და მაშინ გავყიდეთ .

კი ბატონო მეტყვით ეხლა სმშობლოს მოღალატე ხარო , მარა არ მეწყინება ცილისწმება , იმიტომ, რომ ხვიჩას განვითარება ევროპაში უფრო შესაძლებელი იქნება რა თქმა უნდა და შესაბამისად საქართველოს ნაკრებს უფრო გამოადგება .

მაგრამ მოდით სხვა თვალით შევხედოთ , ხალხმა ფეხბურთისკენ მოიხედა . სტადიონებზე დასწრება გაიზარდა .
ერთი ორი კაი ფეხბურთელებიც ჩამოგვეყვანა სხვადასხვა გუნდებში სათამაშოდ .
შიდა ჩემპიონატის დონეც გაიზრდებოდა და დაინტერესებაც მომავალი თაობების . რაც ფრიად მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის.
იქნებ ევროტურნირებზეც გვეთქვა ჩვენი სიტყვა .

ეხლა იტყვით დღეისათვის ასე ჯობდა , რომ ხვიჩა ტოპ გუნდში თამაშობდეს .
კი ბატონო მეც გეთანხმებით .

მარა ეს ხვალინდელი დღე როდისღა დადგება ? ...
რომ ერთი ფეხბურთელით კიარა , მთლიანად ქართული ფეხბურთით გავიხარებთ .
რომ შიდა ჩემპიონატებზე ისეთივე ანშლაგი იქნება როგორც ნეაპოლშია ...

ერთი კაცის გამარჯჯვება კი არა ....
საქართველოს გამარჯვება დამილოცე ღმერთო !!!
ბესო
29 იანვარი 2023 19:04
8
პატარა ქვეყნებში ფეხბურთის განვითარებას ხელს უწყობს ლეგიონერების კარგ კლუბებში მოხვედრა.
ნუგზარი
29 იანვარი 2023 20:03
1
სეტანტაზე ვუყურებ, მაგრამ ხადახან 3-5 წუთიანი წყვეტა აქვს და თამაშის 90 წუთიდან ნახევარს ვერ ვუყურებ.
ჟორა
29 იანვარი 2023 17:54
1
სხვა რომ არაფერი კრიმინალი იკლებს, როცა საინტერესო გადაცემაა, როცა დათა თუთაშხიას უჩვენებდნენ მოსკოვში, კრიმინალი იყო ნული. ბევრს ეცოდინება ეს ამბავი. ვიღაცამ გამოიჩინოს ინციატივა და გვაყურებინონ ხვიჩას თამაშებს.
ბადრი
29 იანვარი 2023 17:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული