რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "რომასთან" მატჩში

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" სერია "ა"-ს მე-20 ტურში "რომას" 2:1 მოუგო, ქართველმა ნახევარმცველმა კი საგოლე პასი გააკეთა. "კვარამ" შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მისგან სულ საუკეთესო შედეგს ველოდებით. 

ცნობილმა პორტალმა whoscored.com-მა ხვიჩას 6.9 დაუწერა, რაც "ნაპოლის" რიგებში მე-4 შედეგი გახლდათ. ქართველზე მეტი ქულით პიოტრ ზელინსკის, ირვინ ლოსანოსა და ჯოვანი სიმეონეს თამაში შეფასდა. მატჩის მონაწილე 32 ფეხბურთელს შორის "კვარა" შეფასებით მე-6 იყო. 

ქართველი ნახევარმცველის გუნდმა 53 ქულა დააგროვა და ჩემპიონატს 13-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. ხვიჩა კვარაცხელიას 7 გატანილ გოლთან ერთად,
სერია "ა"-ში 8 შედეგიანი პასი აქვს გაკეთებული, რაც ლიგაში სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩთან ერთად საუკეთესო მაჩვენებელია.

altკვარაცხელიას საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "რომას" სძლია და სკუდეტოსკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
კვარა , თავი მაღლა მეგობარო, მეტი ცეცხლი თვალებში , ნაკლები დაძაბულობა , მეტი ჩართულობა ( აქტიურობა )თამაშში !!! მაგარი ბიჭი ხარ და შენ თვითონ ღრმად უნდა გწამდეს ეგ . არავინაა ისეთი , ვინც თამაშობს და მომენტი არ უცუდდება . ამიტომ , ნაკლები ნერვიულობა . ყველაფერი მაგრად იქნება !
zaza
04 თებერვალი 2023 23:34
0
მაგ ჩემის ლოსანომ მეორე კომენტში იჟმოტა მაგრად კიმი და ხვიჩა რო ეხსნებოდნენ და -კარგად კი დაარტყა,მაგრამ ხვიჩაზე რო მიეცა გაიტანდა (კიმი მაინც მცველია და ისე გაეხსნა კიმი ვერ შეაგდებდა პასის შემთხვევაში)
Levani
30 იანვარი 2023 23:45
0
ერთი მცველი მარჯვნივ წავიდა მეორე მარცხნივ, ცენტრი გამოუთავისუფლდა და დასარტყმელი იყო დაარტყა. ყოველთვის მიკერძოებულად არ შეიძლება იყო ადამიანი. ეგრე როცა პასი გაუკეთა 5 მეტრიდან ვერ გაიტანა. წარმატებები ხვიჩას და მე ვფიქრობ ასეთი წნეხი არაა საჭირო და მეტადაც გაიხსნება
Bacho
31 იანვარი 2023 08:53
0
ოსიმენმა ევროპული უიქენდის საუკეთესო გოლი გაიტანა და ლოსანოო….
BOSS
30 იანვარი 2023 20:45
0
ხვიჩას ლოსანოს პასი ეგრევე უნდა დაერტყა რადგან ძლიერი ჩაწოდებული იყო და დამუშავება გაუჭირდა.ასე ასეთ მნიშვნელოვან მატჩში საგოლე პასი გააკეთა რა ცოტაა? ხოლო ზელელენსკიმ ბევრი იშრომა და გუნდს მაგრად დაეხმარა.
ამაშია საქმე
30 იანვარი 2023 14:32
0
Meore taimshi cota daigala etkoba bolomde ar iko mzad,tan momentic rom gaafucha torem cudat nagdad ar utamashia...chemi azrit zelinski da angisa ashkarad ufro sustad tamashoben vidre axal wlamde...
Givi
30 იანვარი 2023 13:09
1
ზელენსკიმ რა ითამაშა ვერ დავინახე.
Ivan
30 იანვარი 2023 09:15
18
გვარი აქვს დიდი გმირკაცის და დაუფასდა
ქართველი
30 იანვარი 2023 15:31
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული