კვარაცხელია და ოსიმენი იტალიას იპყრობენ - სტატისტიკები "რომასთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს მე-20 ტურში "ნაპოლიმ" "რომას" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი გოლი ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემით გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ქართველს კალჩოში 15 შეგდებულ ბურთში აქვს მონაწილეობა მიღებული (7 გოლი, 8 ასისტი), მასზე კარგი მაჩვენებელი კი იტალიაში მხოლოდ სწორედ ოსიმენს აქვს (14 გოლი, 3 შედეგიანი გადაცემა).

როგორც მოგახსენეთ, ნიგერიელს უკვე 14 გატანილი გოლი მოუგროვდა და ამით ის ტოპ-5 ჩემპიონატის ბომბარდირებში მე-3 ადგილზე გადავიდა.

ოსიმენზე წინ მხოლოდ ერლინ ჰოლანი და ჰარი კეინი არიან.
მკითხველის კომენტარები / 18 /
სოსო ძალიან კარგად იციან იტალიელებმა ფორეს შესახებ იმიტომ რომ უცხოელი პარტიზანებიდან მხოლოდ ორს მიენიჭა იტალიის ეროვნული გმირის წოდება--ჩვენს ფორეს და რუს პოლეტაევს ! სამხრეთ იტალიაშიც იციან სადაც 3 წელი ვცხოვრობდი (ბარიში და რომში) მაგრამ განსაკუთრებით იციან იტალიის ჩრდილოეთში ნოვარის და ასოლის პროვინციებში სადაც იბრძოდას და დაიღუპა ასევე კარგად იციან (განსაკუთრებით უფროსი ასაკის ხალხმა) სხვა ჩვენი ქართველი პარტიზანების შესახებაც ! ერთხელ ბარიში ჩემ იქაურ კოლეგასთან ვიყავი სახლში და მე ლაპარაკი დავიწყე იტალიაში ქართველ პარტიზანებზე და ამ დროს მოგვიახლოვდა იმ ბიჭის ბაბუა და გაკვირვებული მისმენდა და მერე მკითხა საიდან იცი გარიბალდელებზეო მეც თავი მოვიწონე და ყველაფერი გადმოვულაგე რაც ვიცოდი იტალიური წინააღმდეგობის მოძრაობაზე და პარტიზანებზე(რეზო თაბუკაშვილის "ალპური ვარსკვლავი" 3-4 ჯერ მქონდა ნანახი)მერე იმ ბაბუმ მითხრა "ქართველ ჯენაროზე" თუ გაგიგიაო და მე სიმართლე ვუთხარი ყურმოკვრით მეთქი (ისევ რეზო თაბუკაშვილს მადლობა)და იმან რომ დაიწყოოო-ჩვენთან ლომბარდიაში ყველამ ვიცით მის შეესახებ მაგარი მებრძოლი და მომღერალი იყოო ! მე მაგრა დავინტერსედი და რომ ჩამოვედი გავიკითხე და აი რა გავიგე--იყო ასეთი ქართველი პარტიზანი გიორგი ჯეირანაშვილი ლაგოდეხიდან თურმე ისე მაგრა მღეროდა რომ თბილისში ჩამოიყვანეს და კონსერვატორიაში უნდა მიეღოთ ახალ ვანო სარაჯიშვილსაც ეძახდნენ ! მაგრამ დაიწყო ომი და სხვებივით ისიც მოხვდა იტალიაში პარტიზანებთან იქ ძნელად წარმისათქვამი გვარი გადაუკეთეს და "ქართველი ჯენარო" დაარქვეს ძალიან მაგარი მებრძოლი ყოფილა და ორი მედალითაც დაუჯილდოებიათ ! და ერთხელ ბანაკში იარაღს რომ წმენდდა თავისთვის იტალიური სიმღერა წაიღიღინა მერე აზარტში შევიდა და ხმამაღლა შემოსძახა და რომ დაამთავრა ატყდა ოვაციები ხვევნა კოცნა ბრავო ჯენაროო ბრავოოო ! თურმე სიმღერა რომ გაიგონეს მთელი ბანაკი ჩუმად მივიდა და უსმენდნენ ! ამის მერე ყოველ დღე სთხოვდნენ სიმღერას და ისიც უტარებდა კონცერტებს და რაზმის მეთაურმა უთხრა--ომი რომ დამთავრდება მე თვითონ მიგიყვან ლა სკალაში იქ ბევრს ვიცნობ და აუცილებლად მიგიღებენო (თანაც ლომბარდიაში იბრძოდა ის რაზმი იქვე მილანთან)და როცა მილანს ათავისუფლებდნენ "ჯენაროს" რაზმის წევრებიც იბრძოდნენ მლანის ქუჩებში და გიორგი ჯეირანაშვილი-ჯენარო დაიღუპა ზუსტად ლა სკალასთან ახლოს 500 მეტრში (((( და როგორც ამბობენ მილანში ერთერთ ქუჩას 1960-იან წლებამდე ერქვა "ქართველი ჯენაროს"ქუჩა და მერე გადაარქვესო ! ასე რომ არც ისეა საქმე რომ ქართველებს არსად არ გვიცნობენ და თურმე სააკაშვილმა გაააცნო მსოფლიოს საქართველოო ! ვინც ოდნავ განათლებულია ყველამ იცის დასავლეთში საქართველოს შესახებ !
zura222
31 იანვარი 2023 11:34
0
ზურა კი ეგ ფილმია
zura222
31 იანვარი 2023 10:54
0

ფრაგმენტი ქართველების შესახებ (რომელიც თქვენ აქ ახსენეთ წინა კომენტარში)
გენიალური იტალიელი რეჟისორის ვიტორიო დე სიკას კლასიკური იტალიური ფილმიდან "Maddalena ... Zero in Condotta" (1940)
https://www.youtube.com/watch?v=VvZ4FfjFs70
ქ. გ.
31 იანვარი 2023 09:41
0
ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი რომ ნაპოლი უკვე ჩემპიონია ? D პირიქით უდიდესი სასწაული ის იქნება რომ ვერ გახდნენ ჩემპიონები 13 ქულა ჰანდიკაპი ეს ხუმრობა არააა ინტერს უსწრებენ 13 ქულითდა მილანს კი საერთოდ 15 ქულით ! თანაც ეხლა 21- ტურში მილანში ერთმანეთს ხვდებიან და იქ თუ თუ ფრედ დამთავრდება ან მილანმა მოიგო და ნაპოლი კი სპეციას გაანადგურებს მორჩა 99 % გაიფორმებს ნაპოლი ჩემპიონობას იმიტომ რომ სხვაობა უკვე 15 ქულა იქნება და ნაპოლიმ უკვე ხუთი თამაში უნდა წააგოს და ინტერმა და მილანმა ის ხუთივე მოიგონ ! და ამ შემთხვევაშიც ვერ გაუსწრებენ ნაპოლის (თანაბარი ქულები ექნებათ) თანაც ორივესთან ნაპოლის სახლში ექნება თამაშები ! ერთადერთი რაც ნაპოლის ხელს შეუშლის ჩემპიონობაში იქნება ე.წ. "ოსიმენის საქმე" და თუ იუვენტუსივით დასჯიან და ჩამოაკლებენ 15 ქულას და ესეც საეჭვოა იმიტომ რომ სულ სხვა სიტუაციაა იქ და მაქსიმუმ ლაურენტისს თუ დააჯარიმებენ
zura222
31 იანვარი 2023 05:49
0
ჩემი ნათესავი ქალი იტალიაში, კერძოდ კი ნეაპოლის გარეუბანში მუშაობს, მოხუცებულს უვლის. თავიდან რომ ჩავედიო და ვუთხარი საქართველოდან ვიყავიო ვერაფერი გაიგოო, მერე რუკაზე მივუთითეო და ისე ავუხსენიო.ეხლა, რაც ხვიჩა ნაპოლიში გადავიდა, აქ ყველა მასზე ლაპარაკობსო და ვერ წარმოიდგენთ როგორ შეიცვალა მათი დამოკიდებულება ქართველების მიმართო.
ხვიჩა არის საქართველოს ელჩი იტალიაში!
გულშემატკივარი
31 იანვარი 2023 05:48
0
იტალიელებმა ძალიან დიდი ხნის წინ იცოდნენ საქართველოზე და ქართველებზე ! ნაპოლის გვერდზე იტალიელები რომ კითხულობდნენ კვარას შესახებ და რა ქვეყანაა საქართველო და სადააო მე დავუდე ჯერ კიდევ 1940 წელს გადაღებული ცნობილი ვიტორიო დე სიკას ფილმის ნაწყვეტი სადაც მასწავლებელი გაკვეთილზე ელაპარაკებოდა მოსწავლეებს თეთრი რასის წარმოშობის შესახებ და სადაც ამბობს დაახლოებით ამას--თეთრი რასის სამშობლოდ უნდა მივიჩნიოთ საქართველოო სადაც ქალები არიან ტანადები და ლამაზები და კაცები მაღლები ძლიერი აგებულების შავ თმიანებიო ! და რომ ნახეს გაგიჟდნენ (ათზე მეტი გაკვირვების სმაილი დაიდო 1 საათში) და მე მეკითხებოდნენ საიდან იცი ამ ფილმის შესახებო და საერთოდ იტალიის შესახებ ამდენი რამეო ? იმათ მგონი ვიღაცა გაუნათლებელი ბანანის რესპუბლიკა ვგონივართ @ ის კი არ მითქვამს იმათთვის რომ როცა თქვენთან ტყეში ტახებს დასდევდნენ შუბებით და მშვილდისრებით და ხალხს კოცონებზე წვავდნენ ჩვენთან ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები იწერებოდა და დემოკრატიის წესებით იმართებოდა ქვეყანა და სიკვდილით დასჯაც იყო აკრძალული ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში ! მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ დავუწერე გასაგებია რატომაც !
zura222
30 იანვარი 2023 17:52
11
მე ამ შემთხვევაში იტალიელები და ბერძნები არ მყავდა მხედველობაში (ძველი რომი და საბერძნეთის კულტურა-განათლება ცნობილია) მე მთლიანად ევროპა მქონდა მხედველობაში და ევროპა დავწერე იქ სხვათა შორის უკვე თვითონ ევროპელი მეცნიერებიც აღიარებენ რომ ევროპელი ხალხების 80-85% წარმოშობილია აღმოსავლეთიდან წამოსული მომთაბარე ტომებისგან (სკვითები სარმატები ჰუნები გალები) და ცოტაც სამხრეთელი არაბული ტომებისგან !
zura222
31 იანვარი 2023 04:28
0
ეჭვი ხომ არავის ეპარება რომ ქართველები პირველი ერია მსოფლიოში?ეგვიპტესაც ბერძნებსაც და ყველა ძველ ერს ჩვენ მივეცით კულტურა თუ განათლება, ცოტა ხანში ისეთ რამეებს გაიგებთ,პირი ღია დაგრჩებათ! ნუ აკნინებთ საკუთარ წარსულს და წინაპართ,თუ არ იცით, გაჩუმება სჯობს."ზოგჯერ თქმა სჯობს უთქმელობას, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების".
ზაზა . ივანას ეს კომენტარი !!!
30 იანვარი 2023 22:04
2
ყველა გამოხმაურება
მარშუტკაში დამეჭირა დისლაიქზე უნებლიედ, მაპატიეთ.....
777
30 იანვარი 2023 17:19
5
სასწაული იქნება ამათმა წელს რომ მართლა მოიგონ სკუდეტო. უბრალოდ დაუჯერებელი ზღაპარი იქნება.
ახლა ხო აფანატებენ კვარაზე და ეგ რომ მოხდეს მერე ნახეთ ფანატიზმი. სადმე წასვლის შანსი თუ გაუჩნდა ხო საერთოდ გაგიჟდებიან.
არ გაუშვებენ არსად.
ისე მინდა ნაპოლიმ სკუდეტო მოიგოს, ყოველდღე ცხრილში ვიხედები:D
18 ტურია დარჩენილი,ჯერ რა დროსია მარა მაინც მეფიქრება, რომ მოიგოს რამოხდება, დაინგრევა ქალაქი.
33 წელია ელოდებიან.
!!
30 იანვარი 2023 15:17
0
კვარას ქართულ ინტერვიუებს უსმენენ იტალიელები და იძახიან რა ლამაზი ენააო, უკვე მერამდენედ შემხვდა.
ახლა ვნახე კიდე იტალიელი ჟურნალისტი გოგოს (paolina saulino) ინსტაგრამსთორი, სადაც კვარას ქართული ინტერვიუ უდევს და იძახის პირველად ვუსმენ ქართულს და რა ლამაზი ენააო. ასევე ძალიან ბევრი მხვდება კომენტარები, სადაც იტალიელები მის ქართულ ინტერვიუებს აზიარებენ.
ზუატად ვიცი, გულწრფელები არიან. ფეხბურთს შეუძლია ეგ, მახსოვს როგორ ვუსმენდი ბავშვობაში ესპანელი ფეხბურთელების ინტერვიუებს, ისე რომ ვერაფერს ვიგებდი.
რა ბედნიერებაა ეგ ბიჭი რომ არსებობს!
Spain
30 იანვარი 2023 13:03
2
ქართული ანბანიც ძალიან მოეწონებათ,თუ ნახეს.მართლაც ძალიან ლამაზია!
სოსო
30 იანვარი 2023 21:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული