"სერიოზული შეცდომა დაუშვა" - კანავაროს ყოფილმა აგენტმა "კვარა" გააკრიტიკა

AutoSharing Option
"პალერმოს" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა.

ფედელემ Marte Sport-ის ეთერში "ნაპოლისა" და "რომას" (2:1) დაპირისპირების იმ მომენტზე ისაუბრა, როდესაც ლოსანოს ჩაწოდების შემდეგ "კვარამ" გოლის გატანა ვერ მოახერხა.

"ნაპოლიმ" გოლის გატანის არაერთი შანსი მიიღო. ლოსანოს ჩაწოდების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ბურთის კონტროლის თვალსაზრისით სერიოზული შეცდომა დაუშვა. თავად მექსიკელმაც კარგი მომენტი ვერ გამოიყენა" - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, 20 ტურის შემდეგ "ნაპოლი" 53 ქულით სერია A-ს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 13
ქულით უსწრებს. სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 5 თებერვალს "სპეციას" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

altკვარაცხელია-ოსიმენის ტანდემის დაშლას სპალეტი დაუშვებს?! - მათ შეძენას ერთდროულადაც გადაწყვეტენ...

altკვარაცხელია და ოსიმენი იტალიას იპყრობენ - სტატისტიკები "რომასთან" მატჩის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 47 /
გენიოსებს ყოველთვის ახასიათებთ დაბნეულობა.
თუ თქვენს გვერდზე დაბნეულობით გამორჩეული ვინმეა, ნუ დაცინებთ, ის თქვენზე ბევრად ჭკვიანია
თენგო
31 იანვარი 2023 12:20
1
ეტყობა რომ ჯერ კიდევ ღელავს მაგრამ დრო ყველაფერს დაალაგებს
ზურაბ
31 იანვარი 2023 12:09
0
ეს დებილი ფედელეა თუ ფედელ კასტროა რას გადაეკიდა ხვიჩას @@@
zura222
31 იანვარი 2023 12:08
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული