"სერიოზული შეცდომა დაუშვა" - კანავაროს ყოფილმა აგენტმა "კვარა" გააკრიტიკა

AutoSharing Option
"პალერმოს" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა.

ფედელემ Marte Sport-ის ეთერში "ნაპოლისა" და "რომას" (2:1) დაპირისპირების იმ მომენტზე ისაუბრა, როდესაც ლოსანოს ჩაწოდების შემდეგ "კვარამ" გოლის გატანა ვერ მოახერხა.

"ნაპოლიმ" გოლის გატანის არაერთი შანსი მიიღო. ლოსანოს ჩაწოდების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ბურთის კონტროლის თვალსაზრისით სერიოზული შეცდომა დაუშვა. თავად მექსიკელმაც კარგი მომენტი ვერ გამოიყენა" - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, 20 ტურის შემდეგ "ნაპოლი" 53 ქულით სერია A-ს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 13
ქულით უსწრებს. სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 5 თებერვალს "სპეციას" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

altკვარაცხელია-ოსიმენის ტანდემის დაშლას სპალეტი დაუშვებს?! - მათ შეძენას ერთდროულადაც გადაწყვეტენ...

altკვარაცხელია და ოსიმენი იტალიას იპყრობენ - სტატისტიკები "რომასთან" მატჩის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 47 /
იდიოტია რა ეს ხალხი, ანუ ხვიჩამ 100%-ით უნდა გამოიყენოს ყველა შანსი? ასეთი არც პელე, იყო, არც მარადონა, არც, მესი, არც რონალდუ და არც არავინ ყველა აფუჭებს ასეთ და გაცილებით რეალურ მომენტებსაც.დდდ
რრრ
12:33 31-01-2023
3
ახლოვდება საქართველოს ნაკრების თამაშები... წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
13:22 31-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული