"ბარსელონას" საფეხბურთო აკადემიაში გავიზარდე, "ლევანტე" ჩემს კარიერაში წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია" - ინტერვიუ გიორგი ხაბულიანთან

AutoSharing Option
გიორგი ხაბულიანი "ლევანტეს" ფეხბურთელი გახდა. 18 წლის თავდამსხმელმა ეს ინფორმაცია თავად დაგვიდასტურა.

Lelo
მას ესპანეთში დაუკავშირდა და მცირე ინტერვიუც ჩაწერა. ახალგაზრდა ფეხბურთელის თქმით, ესპანეთის ლა ლიგა 2-ის კლუბთან კონტრაქტი ოფციონის წესით, 2+2 წლით გააფორმა...

- პირველ რიგში, ესპანეთში გადასვლას გილოცავთ! ეს ხომ ყველა ქართველი ფეხბურთელის ოცნებაა...
- დიდი მადლობა! მიმაჩნია, რომ ეს ჩემს კარიერაში წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია და, ამავე დროს, დიდი სტიმულიც.

- რა ვადით გაფორმდა კონტრაქტი?
- ოფციონის წესით, 2 წელი პლუს კიდევ 2 წელი...

- ესპანური ფეხბურთი
თქვენთვის უცხო არ არის, "საბურთალოს" შემდეგ ბარსელონის აკადემიაში იზრდებოდით...

- დიახ, ასეა. "ბარსელონას" საფეხბურთო აკადემიაში გავიზარდე და ესპანური სტილი, ასე თუ ისე, ვიცი. ეს სტილი მომწონს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული